მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უახლოეს მომავალში პარლამენტს სებ-ის საბჭოს კანდიდატურებს წარვუდგენთ - პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

6486c6ce9fbcb
მარიამ ვარადაშვილი
12.06.23 11:20
470
სტატიაში საუბარია:

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ განაცხადა, რომ პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს კანდიდატებს უახლოეს მომავალში წარუდგენენ. 

დღეს კომიტეტში  „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს უსმენენ. საპარლამენტო უმრავლესობას პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა სურს. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, „ქართულ ოცნებას“ ეროვნული ბანკის საბჭოში ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის შეყვანა სურს, რასაც პრეზიდენტი ეწინააღმდეგება. სალომე ზურაბიშვილი ამ სვლას არ თანხმდება, რადგან ეროვნული ბანკის ინსტიტუციური დამოუკიდებლობისთვის სარისკოდ მიიჩნევს.

“უახლოეს პერიოდში პრეზიდენტი პარლამენტს წარუდგენს კანდიდატურებს. პრეზიდენტმა დეკემბრამდე პერიოდში იგულისხმა მოქმედი მოვალეობის შემსრულებლის ვადა. ასე რომ, პრეზიდენტი უახლოეს მომავალში წარმოგიდგენთ ორ ახალ კანდიდატურას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე და თქვენი გადასაწყვეტია მათ დაუჭერთ თუ არა მხარს", - განაცხადა მსხილაძემ.

ვრცლად ამ თემაზე ნახეთ: "ოცნება" სებ-ზე პრეზიდენტის და IMF-ის მიერ დაგმობილ კანონს მიუბრუნდა - რა სურს მთავრობას?

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები