მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მოწოდებები, რომ რუსი ეროვნების ადამიანები არ შემოვუშვათ, ბიძგია ქსენოფობიისკენ“ - პაპუაშვილი

646b414ca8eee
ვიქტორია მღებრიშვილი
22.05.23 14:28
416
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მოწოდებები, რომ რუსი ეროვნების ადამიანები არ შემოვუშვათ ქვეყანაში, ქსენოფობიისკენ ბიძგია. ამის შესახებ მან ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ანალიზის ფონზე, როდესაც ჩვენ არანაირი სანქციის დაწესებას არ ვაპირებთ და ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესში სანქციების დაწესება არც არის, სწორედ უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, მოწოდებები, რომ თითქოს რუსი ეროვნების ადამიანები არ შემოვუშვათ და ა.შ. ეს არის ბიძგი ქსენოფობიისკენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც ვიზის შემოღებას, საზღვრის ჩაკეტვას, ფრენების აკრძალვას შეეხება, სანქციაა და გულისხმობს, რომ ქვეყანა რუსეთთან ესკალაციაზე მიდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები