ხელოვანები და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები საზოგადოებრივი მაუწყებელთან შეიკრიბნენ და საეთერო დროის დათმობას ითხოვენ.
მათ, ტელევიზიის შენობასთან იმ ადამიანების ფოტოები მიიტანეს, რომლებსაც საპროტესტიო აქციებზე სპეცრაზმი სასტიკად გაუსწორდა.
თეატრისა და კინოს წარმომადგენლები თეატრალური უნივერსიტეტის შენობასთან იყვნენ შეკრებილი. ისინი საპროტესტო აქციების დროს დაკავებულებს სოლიდარობას უცხადებდნენ და აღნიშნავენ, რომ დაკავებულებს შორისაა უნივერსიტეტის ყოფილი და მოქმედი სტუდენტები, რაზეც ისინი მოითხოვენ, რომ თეატრალური უნივერსიტეტის რექტორმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საჯარო პოზიცია დააფიქსიროს.
შემდეგ თეატრალური უნივერსიტეტის მოქმედმა და ყოფილმა სტუდენტებმა მარჯანიშვილს თეატრთან გადმოინაცვლეს, სადაც თეატრის ხელმძღვანელს, გოგი მარგველაშვილს მოუსმინეს.
კულტურის სფეროს წარმომადგენლები ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა და თუმანიშვილის თეატრებშიც იმყოფებოდნენ. პროტესტის მონაწილეები ასევე მივიდნენ ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრთან.