მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსესხებლების 8%-ს ბანკის ვადაგადაცილებული კრედიტი აქვს - სტატისტიკა

63c16f5d83e37
შოთა ტყეშელაშვილი
13.01.23 23:45
761
"კრედიტინფო საქართველოს" მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში საბანკო მსესხებლების 9%-ს ვადაგადაცილებული სესხი/სესხები უფიქსირდება.

სტატისტიკაში შედის 30 დღიდან 3 წლამდე ვადით გადაცილებული სესხები. დოკუმენტის მიხედვით, დღეისთვის ბანკებში 1,618,921 აქტიური მსესხებელი ფიქსირდება, რომელთა მთლიანი საკრედიტო პორტფელიც 36.6 მილიარდი ლარია. მათ შორის 30 დღიდან 3 წლამდე ვადის ვადაგადაცილებულია 128,000 მსესხებლის 1.43 მილიარდი ლარის ვალდებულებები.

სტატისტიკის თანახმად, ბანკებში ვადაგადაცილებული მსესხებლების რაოდენობა მთლიანად მსესხებელთა რაოდენობის 7.8%-ია, ხოლო მათი ვადაგადაცილებული კრედიტების ჯამური ღირებულება გაცემული სესხების 3.9%-ს შეადგენს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ უმეტესად, ვადაგადაცილების მაღალი მაჩვენებელი მიკრო-სესხების სეგმენტში ფიქსირდება.

"კრედიტინფოს" მონაცემებით, ერთი მსესხებლის ვადაგადაცილებული სესხების ჯამი 11,194 ლარს შეადგენს.

კრედიტინფოს სტატისტიკა ბანკების გარდა მისო-ების და სესხის გამცემი სხვა სუბიექტების მონაცემებსაც შეიცავს. დოკუმენტის მიხედვით, ამ ობიექტებში სულ 744,000 აქტიური სესხი ფიქსირდება, რომელთა მოცულობაც 3.6 მილიარდი ლარია. აქედან მსესხებელთა 17%-ს ანუ 126,000 მსესხებელს 30 დღიდან 3 წლამდე ვადის ვადაგადაცილება უფიქსირდება. ამ სესხების ჯამური მოცულობა კი 641 მილიონი ლარია, რაც გაცემული პორტფელის 18%-ია. სტატისტიკის თანახმად, ამ სეგმენტში ერთი ვადაგადაცილებული სესხის საშუალო მოცულობა 5,068 ლარია.

კრედიტინფოს მონაცემთა ბაზაში ხვდება ბანკების, მისოების და სხვა სესხის გამცემი სუბიექტების მიერ გაცემული 3 მილიონ ლარამდე მოცულობის სესხები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები