მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფიზიკური პირების სესხების რომელ კატეგორიაშია ყველაზე მაღალი ვადაგადაცილება?

სესხი ლარი

ფიზიკური პირების დაკრედიტება ერთწლიან ჭრილში 15.7%-ით, 29.9 მილიარდ ლარამდე არის გაზრდილი - ამის შესახებ კომერციული ბანკების მიერ 2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით საკრედიტო პორტფელის დეტალური სტატისტიკიდან ირკვევა, რომელიც მათ ეროვნულ ბანკს წარუდგინეს.

დოკუმენტის თანახმად, ამ სესხებიდან 91 დღეზე მეტად ვადაგაცილებულია მხოლოდ 277 მილიონი ლარის კრედიტები, რაც მთლიანი პორტფელის 0.9%-ია. წლიურად ვადაგადაცილებული სესხების წილი 0.1 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.

დაბალი ვადაგადაცილება ფიზიკური პირების საკრედიტო პორტფელის ორ ძირითად ნაწილში - იპოთეკებსა და სამომხმარებლო სესხებში არსებულ დაბალ ვადაგაცილების მაჩვენებლებს უკავშირდება, უფრო კონკრეტულად ₾14.8-მილიარდიან იპოთეკური სესხების პორტფელში ვადაგაცილება მხოლოდ 0.5%-ია, ხოლო ₾17-მილიარდიან სამოხმარებლო კრედიტების პორტფელში ვადაგადაცილება 1.25%-ია.

თუმცა, ფიზიკური პირების სესხების სხვა კატეგორიებში შედარებით მაღალი ვადაგადაცილების მაჩვენებლებია, მათ შორის კი პირველ პოზიციას კვლავ ოვერდრაფტები იკავებს, რაც ხელფასით უზრუნველყოფილი სესხებია. ოვერდრაფტების პორტფელი 83.6 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც ვადაგადაცილებულია 7.8%, ეს მაჩვენებელი ფიზიკური პირების სესხების ვადაგადაცილების საშუალო მაჩვენენებს 8.5-ჯერ აღემატება. თუმცა წლიურ ჭრილში ის 0.5 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული. ვადაგადაცილების წილით მეორე ადგილს იკავებს მომენტალური განვადებები, სადაც პორტფელის 2.2% არის ვადაგადაცილებული, მესამე ადგილზე კი საკრედიტო ბარათებია, სადაც პორტფელის 2.16% არის ვადაგადაცილებული.

ფიზიკური პირების სესხები ვადაგადაცილების წილის მიხედვით - დალაგებულია ვადაგადაცილების მაჩვენებლით:

სექტორი პორტფელი 2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით - მლნ ლარი ვადაგადაცილების წილი
ოვერდრაფტები 84 მილიონი ლარი; 7.82%
მომენტალური განვადება 607 მილიონი ლარი; 2.20%
საკრედიტო ბარათები 694 მილიონი ლარი; 2.16%
საცალო ლომბარდული სესხები 710 მილიონი ლარი; 1.48%
სატრანსპორტო სესხები 298 მილიონი ლარი; 1.32%
სამომხმარებლო სესხები 16,974 მილიონი ლარი; 1.25%
სტუდენტური სესხები 8 მილიონი ლარი; 0.60%
იპოთეკური სესხები 14,781 მილიონი ლარი; 0.49%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები