მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“მსგავსი ქმედებები გვარწმუნებს, რომ კონგრესი ქართველი ხალხის გვერდით უნდა დადგეს” - შაჰინი ჯაფარიძის დაკავებაზე

ჯინ შაჰინი

MEGOBARI აქტის თანაავტორი სენატორი ჯინ შაჰინი კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას ეხმიანება და ამ გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს.

“ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ზურა ჯაფარიძის დაკავება, შემაძრწუნებელი და უსამართლოა. მსგავსი ქმედებები კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ, “ქართული ოცნების” მიერ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე თავდასხმისას, კონგრესი ქართველი ხალხის გვერდით უნდა დადგეს”, - წერს შაჰინი X-ზე.

პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი” ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სასამართლო სხდომის დარბაზში დააპატიმრეს. ზურაბ ჯაფარიძეს დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან. რისთვისაც მას 16 აპრილს მოსამართლე ნანა შამათავამ 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. მან გირაოს თანხის გადახდაზე უარი განაცხადა. 22 მაისს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე პროკურატურამ მისი დაპატიმრება მოითხოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები