მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მშენებლობა ისევ ძვირდება - რა ახდენს გავლენას ინდექსის ზრდაზე?

63b7d16c595ab
ნინო ტაბატაძე
06.01.23 12:10
2175
მშენებლობა ისევ ძვირდება. საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის ნოემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.8 პროცენტით გაიზარდა, 2022 წლის თებერვალთან შედარებით კი, სექტორში 9%-იანი ზრდაა.

ბოლო 1 თვეში ინდექსის ზრდა ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 3.4 პროცენტიანი ზრდით, რამაც 0.44 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

11 თვიან ჭრილში, ფასების ზრდის მთავარ მიზეზადაც დასაქმებულთა საშუალო თვიური ანაზღაურების ზრდა სახელდება. საქსტატის მონაცემებით, ანაზღაურება 16.5%-ით არის გაზრდილი.

მშენებლობის ღირებულების ინდექსები 2022 წლის თებერვალთან შედარებით:

• სამშენებლო მასალები - 105.5 (+3.14 პ.პ)
• ხელფასები - 116.5 (+3.21 პ.პ)
• მანქანა- დანადგარები - 118.3 (+0.95 პ.პ)
• ტრანსპორტირება, საწვავი. ელ.ენერგია - 112.1 (+1.24 პ.პ)
• სხვა ხარჯები - 108 (+0.48 პ.პ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები