მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Mshobloba.ge - სივრცე, სადაც ბავშვისთვის საჭირო სერვისების მოძიება მარტივი და ხელმისაწვდომია

ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ ჩვენი ყოველდღიურობა მნიშვნელოვნად გაამარტივა, თუმცა მშობლებისთვის ბავშვზე ორიენტირებული სერვისების მოძიება სოციალურ ქსელებში მაინც დიდ დროსა და ენერგიასთან არის დაკავშირებული. სწორედ ამ ფრაგმენტული ინფორმაციის ერთ სივრცეში მოქცევის იდეით შეიქმნა პლატფორმა mshobloba.ge. ეს არის სივრცე, სადაც ბავშვთა საგანმანათლებლო, გასართობი და ჯანდაცვის სერვისები სრულყოფილად არის თავმოყრილი. კომფორტის შექმნის პარალელურად, პროექტი ატარებს სოციალურ მისიას, მხარი დაუჭიროს მცირე ბიზნესებსა და დედა-მეწარმეებს. როგორ იქცა პირადი საჭიროება წარმატებულ ციფრულ სტარტაპად და რა შესაძლებლობებს უხსნის პლატფორმა ბიზნესსექტორს?

სტუმარი: ნინო მახარაძე - mshobloba.ge, დამფუძნებელი

#ქალებისნარატივი ლიკა მეგუთნიშვილთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები