ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია და დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს.
მშვიდობიანად შეკრების უფლება დემოკრატიის ნაწილია. რადგან საპროტესტო აქციები საქართველოში ისევ გრძელდება, შეკრებები ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისად უნდა მოხდეს, რაც მშვიდობიანი მომიტინგეების დემონსტრირების საშუალებას მისცემს," - წერია ეუთო/ოდირი-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია #არარუსულკანონს ამ წუთებშიც მიმდინარეობს.