მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორის და ფრინველის ექსპორტი შემცირდა

პირუტყვი

2024 წლის პირველ კვარტალში, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორის და ფრინველის ექსპორტი შემცირდა. კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში, საქართველოდან 7.1 ათასი სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტი განხორციელდა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 19.6 ათასის ექსპორტი იყო.

რაც შეეხება ფრინველს, 2024 წლის I კვარტალში 2 მილიონ 146 ათასი ფრთა გავიდა ექსპორტზე, მაშინ როდესაც 2023 წლის იანვარ-მარტში - 3 მილიონ 472 ათასი.

ღორის ექსპორტი კი ნულოვან მაჩვენებელზეა, ხოლო გასული წლის პირველ კვარტალში მხოლოდ 100 სულის ექსპორტი დაფიქსირდა.

რაც შეეხება იმპორტს, გაზრდილია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის იმპორტი, რომელმაც 2024 წლის პირველ კვარტალში 7.5 ათასი სული შეადგინა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში 0.9 ათასი სულის იმპორტი იყო. ღორის იმპორტი გასულ წელთან შედარებით 28.3 ათასიდან 34.9 ათას სულამდე გაიზარდა. ხოლო ფრინველის იმპორტი შემცირდა და წელს იანვარ-მარტში 1 მილიონ 869 ათასი ფრთა შეადგინა. 2023 წლის პირველ კვარტალში კი - 2 მილიონ 431 ათასი ფრთის იმპორტი დაფიქსირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები