მსოფლიო ბანკის ფონდი ღარიბი ქვეყნებისთვის დახმარების ფარგლებში, ნიგერიაში სუფთა ენერგიის პროექტებისთვის 750 მილიონი დოლარის კრედიტის გამოყოფას გეგმავს. მიზანი აფრიკის ყველაზე დასახლებულ ქვეყანაში, ელექტროენერგიაზე ხელმისაწვდომობის ზრდაა - ამის შესახებ საერთაშორისო განვითარების ასოციაციამ განაცხადა.
ბანკის ინფორმაციით, 2021 წლის მდგომარეობით ნიგერიაში 85 მილიონზე მეტ ადამიანს ელექტროენერგიაზე წვდომა არ ჰქონდა, რის გამოც ოჯახები და ბიზნესები ძვირად ღირებულ დიზელისა და ბენზინის გენერატორებზე არიან დამოკიდებულნი.
DARES პროექტი დაფინანსდება საერთაშორისო განვითარების ასოციაციის კრედიტით და 17,5 მილიონზე მეტი ნიგერიელისთვის ახალ ან გაუმჯობესებულ ელექტროენერგიის მიწოდებაზე წვდომას უზრუნველყოფს.
დაფინანსების წყაროები კი ასეთია: პროექტი ხალხისა და პლანეტის გლობალური ენერგეტიკული ალიანსისგან 100 მილიონი აშშ დოლარის პარალელურ დაფინანსებას გამოიყენებს და 200 მილიონი აშშ დოლარს იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსგან, დამატებით 1 მილიარდ დოლარზე მეტი კი, კერძო კაპიტალი იქნება.