მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მსოფლიო ბანკი წელს საქართველოში 6%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს

60c07c496533a
შოთა ტყეშელაშვილი
09.06.21 12:32
995
მსოფლიო ბანკმა დღეს საქართველოს ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზი გამოაქვეყნა. 4.3%-ის ნაცვლად, ორგანიზაცია წელს საქართველოში 6%-იან ეკონომიკურ ზრდას ელის. 

მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის განახლება სავარაუდოდ აპრილში დაფიქსირებულ 44.8%-იან ეკონომიკურ ზრდას უკავშირდება.

ახალი ანგარიშით მსოფლიო ბანკი 2022 და 2023 წლებში საქართველოში 5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელის.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა ისიც, რომ საქართველოს მთავრობაც შეცვლის მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის სამიზნეს და ის 4.3%-ის ნაცვლად 6.5% იქნება. ამასთანავე, მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური აქტივობის გათვალისწინებით ბიუჯეტის კორექტირებაც იგეგმება.

მსოფლიო ბანკმა ასევე განაახლა რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც - 2021 წელს სომხეთში 3.4%-იანი ზრდა, აზერბაიჯანში - 2.8%-იანი ზრდა, თურქეთში - 5%-იანი ზრდა, რუსეთში - 3.2%-იანი ზრდა, უკრაინაში კი 3.8%-იანი ზრდა არის მოსალოდნელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები