მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2020 წელს საქართველოში 6%-იანი ეკონომიკური ვარდნა იყო

5ff5fc63455ee
შოთა ტყეშელაშვილი
06.01.21 22:01
1377
მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული გლობალური ეკონომიკური თანახმად, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6%-ით შემცირდა, რაც IMF-ის მიერ გამოქვეყნებულ პროგნოზთან (-5.1%) შედარებით მეტია. სავარაუდოდ, მსოფლიო ბანკი საკუთარ პროგნოზში საქსტატის მიერ დეკემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშს ეყრდნობა, რომლის თანახმადაც, იანვარ-ნოემბერში საქართველოში ეკონომიკური ვარდნა 5.9% იყო. 

2021 წელს საქართველოში 4%-იანი ეკონომიკური ზრდა არის მოსალოდნელი, რაც როგორც საქართველოს მთავრობის, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზზე (4.3%-ზე) ნაკლებია.

განსხვავებულია მსოფლიო ბანკის მოლოდინი 2021 წლის ზრდასთან მიმართებითაც, რომელსაც +4%-ზე პროგნოზირებს, IMF-ი კი 2021 წელს საქართველოში 4.3%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.

მსოფლიო ბანკის ანგარიშს არ ახლავს განმარტება იმის შესახებ თუ რატომ მიიჩნევენ, რომ 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა იმაზე ნელი ტემპით გაიზრდება, ვიდრე სავალუტო ფონდი პროგნოზირებს. 

რაც შეეხება რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს - მათ შორის 2021 წელს ყველაზე მაღალი ზრდა თურქეთში არის მოსალოდნელი, ამასთან მსოფლიო ბანკის პროგნოზით, თურქეთი რეგიონის ერთადერთი ქვეყანაა, სადაც 2020 წელს რეცესიის ნაცვლად ეკონომიკური ზრდა იქნება.

სომხეთი - 2020 წელს 8%-იანი რეცესია; 2021 წელს 3.1%-იანი ზრდა;
აზერბაიჯანი - 2020 წელს 5%-იანი რეცესია; 2021 წელს 1.9%-იანი ზრდა;
რუსეთი - 2020 წელს 4%-იანი რეცესია; 2021 წელს 2.6%-იანი ზრდა;
თურქეთი - 2020 წელს 0.5%-იანი ზრდა; 2021 წელს 4.5%-იანი ზრდა;
უკრაინა - 2020 წელს 5.5%-იანი რეცესია; 2021 წელს 3%-იანი ზრდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები