მსოფლიო ბანკის განახლებული პროგნოზით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 9%-ით გაიზრდება. ამის შესახებ გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების შესახებ ანგარიშშია აღნიშნული.
აღსანიშნავია, რომ ეს გაუმჯობესებული მაჩვენებელია საფინანსო ინსტიტუტის წინა შეფასებასთან შედარებით, რომელიც 7.5%-ს წარმოადგენდა. თავდაპირველი პროგნოზით კი, მსოფლიო ბანკი გასულ წელს საქართველოში 4.8%-იან ზრდას ვარაუდობდა, რომელიც შემდგომ 5.2%-მდე გაზარდა.
ამასთან, მიმდინარე წელს მსოფლიო ბანკი საქართველოში 6%-იან, ხოლო 2026 წელს - 5%-იან ზრდას ელის.
მსოფლიო ბანკის მიხედვით, სამხრეთ კავკასიაში ზრდა მოსალოდნელია, რომ შესუსტდეს 3.9%-მდე 2025 წელს და 3.4%-მდე 2026 წელს. ანგარიშის მიხედვით, აზერბაიჯანის ნავთობის მოპოვება სავარაუდოდ შემცირდება. საფინანსო ინსტიტუტი პროგნოზირებს, რომ სომხეთსა და საქართველოში ზრდის პოტენციურ ტემპებთან დაახლოება მოხდება, ვინაიდან ნორმალიზდება ისეთი ფაქტორები, როგორიცაა რეექსპორტი, ვიზიტორების შემოდინება და რეალური ხელფასის ზრდა, რამაც ხელი შეუწყო ზრდას 2024 წელს.
ცნობისთვის, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს ეკონომიკა წლიურად 9.4%-ით გაიზარდა.