მსოფლიო ბანკმა უკრაინას 723 მლნ დოლარის მოცულობის სესხი და გრანტი დაუმტკიცა. როგორც BBC წერს, ბანკი ასევე მუშაობს უკრაინისთვის 3 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტზე.
მსოფლიო ბანკი დახმარებას დაპირდა უკრაინის მეზობელ ქვეყნებსაც, რომლებმაც 1.7 მილიონზე მეტი დევნილი უკვე მიიღეს, მათგან უმეტესობა ქალები, ბავშვები და მოხუცები არიან. მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინისა და უკრაინელი ხალხის დახმარების მიზნით, ბანკმა სწრაფად იმოქმედა.
მსოფლიო ბანკის თანახმად, გამოყოფილი თანხა უკრაინის მთავრობას შესაძლებლობას მისცემს კრიტიკულად მნიშვნელოვანი სერვისები დააფინანსოს, მათ შორის საავადმყოფოს პერსონალისთვის ხელფასის გადახდა, ხოლო პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველთათვის დახმარების პაკეტების მიცემა.
დამტკიცებული პაკეტიდან 350 მლნ დოლარი სესხია, რომელიც გაზრდილია, დაახლოებით, 139 მლნ აშშ დოლარით შვედეთისა და ნიდერლანდების გარანტიებით.




























