მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომელ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებს ასწრებს და ჩამორჩება საქართველო ერთ მოსახლეზე მშპ-ის ოდენობით

თბილისი

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2025 წლის მდგომარეობით ყველაზე მდიდარი პოსტსაბჭოთა ქვეყანა ესტონეთია, რომლის მშპ ერთ მოსახლეზე 32,760 დოლარია. საქართველო ესტონეთთან შედარებით სამჯერ ღარიბია და მისი მშპ ერთ მოსახლეზე 9,571 დოლარს შეადგენს.

საქართველო სიმდიდრით 8 პოსტსაბჭოთა ქვეყანას ასწრებს, ესენია: უკრაინა, სომხეთი, ყირგიზეთი, ბელარუსი, მოლდოვა, ტაჯიკეთი და უზბეკეთი. ყველაზე ღარიბი პოსტსაბჭოთა ქვეყანა ტაჯიკეთია, რომლის მშპ ერთ მოსახლეზეც $1432-ია. სხვაობა ესტონეთსა და ტაჯიკეთს შორის 31,100 დოლარს აღემატება.

არსებობს სხვადასხვა შეფასება იმასთან დაკავშირებით თუ რა იყო საქართველოს მშპ ერთ მოსახლეზე 30 და 35 წლის წინ. საქმე ისაა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, საქართველო უკიდურესად მძიმე ეკონომიკურ კრიზისში აღმოჩნდა და სხვადასხვა შეფასებით ჯამურმა ეკონომიკურმა ვარდნამ 70%-ს მიაღწია.

საერთაშორისო სავალუტო ფონდს საქართველოს შესახებ 1994 წელზე უფრო ადრეული წლების სტატისტიკა არ გააჩნია, 1994 წლის მაჩვენებლით კი ქვეყნის მშპ ერთ მოსახლეზე 173 დოლარს შეადგენდა. ამ მაჩვენებლით საქართველო მხოლოდ ერთ ქვეყანას - ტაჯიკეთს ასწრებდა. თუმცა, მსოფლიო ბანკის თანახმად, 1994 წელს მშპ უფრო მაღალი იყო და 520 დოლარს შეადგენდა.

მსოფლიო ბანკის მონაცემებითვე, 1989 წელს საქართველოს მშპ ერთ მოსახლეზე 1,850 დოლარს შეადგენდა, 1990 წელს დაიწყო რეცესიის პროცესი, რომელიც 1994 წელს დასრულდა. მშპ ერთ მოსახლეზე 1990 წელს ჯერ 1660 დოლარამდე შემცირდა, 1991 წელს 1308 დოლარამდე, 1992-ში 757 დოლარამდე, 1993 წელს 550 დოლარამდე, 1994 წელს კი 520 დოლარამდე. ეს ეკონომიკის 72%-იან ვარდნას წარმოადგენდა და მსოფლიოს მასშტაბითაც გამორჩეულად მძიმე მაჩვენებელი იყო.

პოსტ-საბჭოთა ქვეყნების მშპ ერთ მოსახლეზე 1994 წელს და 2025 წელს - რანჟირებულია 2025 წლის მდგომარეობით - IMF

ქვეყანა 1994 წელს 2025 წელს მატება
ესტონეთი $1,711 დოლარი; $32,760 დოლარი; $31,049 დოლარი;
ლიტვა $1,650 დოლარი; $30,835 დოლარი; $29,185 დოლარი;
ლატვია $1,671 დოლარი; $24,374 დოლარი; $22,703 დოლარი;
ყაზახეთი $752 დოლარი; $14,768 დოლარი; $14,016 დოლარი;
რუსეთი $1,979 დოლარი; $14,258 დოლარი; $12,279 დოლარი;
თურქმენეთი $1,822 დოლარი; $13,337 დოლარი; $11,515 დოლარი;
საქართველო $173 დოლარი; $9,571 დოლარი; $9,398 დოლარი;
სომხეთი $197 დოლარი; $8,857 დოლარი; $8,660 დოლარი;
მოლდოვა $390 დოლარი; $8,260 დოლარი; $7,870 დოლარი;
ბელარუსი $1,534 დოლარი; $7,875 დოლარი; $6,341 დოლარი;
აზერბაიჯანი $297 დოლარი; $7,604 დოლარი; $7,307 დოლარი;
უკრაინა $741 დოლარი; $6,261 დოლარი; $5,520 დოლარი;
უზბეკეთი $367 დოლარი; $3,514 დოლარი; $3,147 დოლარი;
ყირგიზეთის რესპუბლიკა $246 დოლარი; $2,747 დოლარი; $2,501 დოლარი;
ტაჯიკეთი $148 დოლარი; $1,432 დოლარი; $1,284 დოლარი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები