მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ტურიზმის რეიტინგში საქართველო 44-ე ადგილზეა

62977d52d85e8
BM.GE
01.06.22 19:35
825
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) მოგზაურობისა და ტურიზმის განვითარების ინდექსში საქართველო 117 ქვეყანას შორის 44-ე ადგილს იკავებს.

ანგარიშში შეფასებულია სხვადასხვა ქვეყნების ტურისტული პოტენციალი, შესაძლებლობები, განვითარებისა და აღდგენის დინამიკა. WEF-ის ინდექსი ორ წელიწადში ერთხელ ქვეყნდება და ის ტურიზმის სფეროში არსებულ გლობალურ ტენდენციებს შეისწავლის.

რეიტინგის სათავეში იაპონიაა, მეორე ადგილს ამერიკის შეერთებული შტატები იკავებს, მესამეზე ესპანეთია, მეოთხეზე - საფრანგეთი, ხოლო მეხუთე ადგილს გერმანია იკავებს.

რაც შეეხება რეგიონს, საქართველო რეიტინგში შეფასებულ ყველა მეზობელ სახელმწიფოს უსწრებს - თურქეთი (#45), სომხეთი (#61), აზერბაიჯანი (#63).

აღსანიშნავია, 2019 წელს, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ტურიზმისა და მოგზაურობის კონკურენტუნარიანობის ინდექსში საქართველო 68-ე ადგილს იკავებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები