მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიო მძლეოსნობის ფედერაცია ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალოსნებს 50 ათასს დოლარს გადაუხდის

მსოფლიო მძლეოსნობის ფედერაცია და ოლიმპიური თამაშები

მსოფლიო მძლეოსნობის ფედერაციამ ოლიმპიური თამაშებისთვის 2,4 მილიონიანი საპრიზო ფონდი დააწესა. გადაწყვეტილების შედეგად ის გახდა პირველი საერთაშორისო სპორტული ფედერაცია, რომელმაც ოლიმპიური თამაშებისთვის ფულადი ჯილდო დააწესა.

ორგანიზაციის გადაწყვეტილებით ოქროს მედლების მფლობელებს 50 ათასი დოლარი გადაეცემათ და ეს გავრცელდება, როგორც გუნდურ, ისე ინდივიდუალურ სპორტსმენებზე.
ფედერაციის ხელმძღვანელის სებასტიან კოს განცხადებით 2028 წლის ლოს-ანჯელესის ოლიმპიური თამაშებისთვის მოსალოდნელია, რომ საპრიზო ფონდი გაიზრდება და ამავდროულად ის ყველა სინჯის მედალოსანზე გავრცელდება.

128 წლის განმავლობაში, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს არასოდეს გაუცია საპრიზო თანხები მოასპარეზე სპორტსმენებისთვის, ამის ნაცვლად მათ არჩიეს დაფინანსების განაწილება საერთაშორისო ფედერაციებისა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მეშვეობით. ეს ნაწილობრივ განპირობებულია თამაშების სამოყვარულო წარმომავლობით და უპირველესი რწმენით, რომ მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ სპორტულ ღონისძიებაზე ასპარეზობა უკვე ღირსეული მიღწევა იყო.

ეს ყველაფერი მსოფლიო მძლეოსნობის ფედერაციის სეისმურ გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომელმაც სხვა მსოფლიო სპორტულ ფედერაციებს კარგი მაგალითი მისცა.
ამ ნაბიჯმა შესაძლოა უფრო მეტ სპორტსმენს მისცეს უფლება მოითხოვონ საპრიზო თანხა მათი შესაბამისი ფედერაციებისგან, რაც მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება ოლიმპიური მოძრაობისთვის.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ძალოსნობის ხელმძღვანელი, სებასტიან კო აპირებს, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტისთვის გაიბრძოლოს, ვინაიდან თომას ბახს საპრეზიდენტო ვადა 2025 წელს გასდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები