უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტვიტერზე წერს, რომ მსოფლიოს ლიდერებს აშშ-ს პრეზიდენტს, გერმანიის კანცლერს, პოლონეთის პრეზიდენტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტსა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ესაუბრა. როგორც ზელენსკი ამბობს, მათ პუტინის შეჩერება სურთ.
“ჯო ბაიდენს, ოლაფ შოლცს, შარლ მიშელს, ანდჟეი დუდას, ბორის ჯონსონს ვესაუბრე. მათ სურთ, შეაჩერონ პუტინი უკრაინის წინააღმდეგ ომში; უნდა შეიქმნას ანტიპუტინური კოალიცია – დროული სანქციები, თავდაცვა და ფინანსური მხარდაჭერა უკრაინას. მსოფლიომ რუსეთს მშვიდობა უნდა აიძულოს”,-წერს ზელენსკი.




























