მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სუმის ოლქში, რკინიგზის სადგურზე რუსული შეტევის შედეგად სულ მცირე 30 ადამიანი დაშავდა

უკრაინა

სუმის ოლქში, რკინიგზის სადგურზე რუსული დრონის ორმაგი შეტევის შედეგად, სულ მცირე 30 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და "უკრაინის რკინიგზამ" გაავრცელეს.

სუმის ოლქის ქალაქ შოსტკას სადგურზე დრონების შეტევის შედეგად ორი მატარებელი დაზიანდა. შემთხვევის ადგილიდან გავრცელებულ ვიდეოში ჩანს ერთ-ერთი მათგანის ცეცხლმოკიდებული ვაგონებიც.

ზელენსკის თქმით, თავდასხმის მომენტში ადგილზე მგზავრები და რკინიგზის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.

თავად რკინიგზის ცნობით, ეს ორმაგი დარტყმა იყო: "ელექტრომატარებელზე მეორე დარტყმა მაშინ მოხდა, როდესაც ევაკუაცია უკვე მიმდინარეობდა".

უკრაინული მედიის ცნობით, ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურია მობილიზებული, დგინდება დაშავებულთა რაოდენობა და ზარალის ოდენობა.

ოფიციალური პირველადი ვერსიით, რუსმა სამხედროებმა შოსტკადან კიევისკენ მიმავალი სამგზავრო მატარებელი განზრახ ამოიღეს მიზანში.

"რუსებს არ შეიძლება არ სცოდნოდათ, რომ მშვიდობიან მოსახლეობას ესხმოდნენ თავს. და ეს არის ტერორი, რომელიც მსოფლიომ არ უნდა უგულებელყოს", - წერს ზელენსკი X-ზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები