მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოს მილიარდერები 2020 წელს $1,9 ტრილიონით გამდიდრდნენ

5fdb5da747fd3
ნათია თაქთაქიშვილი
18.12.20 00:30
1466
ამერიკული Forbes-ი წერს, რომ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები 2020 წელს ჯამურად 1,9 ტრილიონი აშშ დოლარით გამდიდრდნენ მიუხედავად პანდემიით გამოწვეული ლოქდაუნებისა და პოლიტიკური არეულობისა.

გამოცემის მიხედვით, დეკემბრის მონაცემებით, მილიარდერთა ქონების ზრდამ 20 პროცენტი შეადგინა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ მილიარდერთა ქონება 9.5 ტრილიონი აშშ დოლარით გაიზარდა 2019 წლის დეკემბერთან შედარებით.

Forbes-ის მიხედვით, 2020 წელს ყველაზე მეტად ილონ მასკმა იხეირა, რომლის ქონებაც 110 მილიადი აშშ დოლარით გაიზარდა და 137 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. შეგახსენებთ, რომ ილონ მასკი მსოფლიოში მესამე უმდიდრესი ადამიანის სტატუსის მფლობელია.

მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანის ჯეფ ბეზოსის ქონება 2020 წელს 67.5 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა და 182 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ბეზოსის ქონების ასეთი ზრდა პანდემიის გამო ონლაინ ვაჭრობის გააქტიურებას უკავშირდება.

პანდემიის და ლოქდაუნების მიუხედავად, 2020 წელი წარმატებული აღმოჩნდა ჩინელი ბიზნესმენებისათვის, ჩინელმა მილიარდერებმა საკუთარ ქონებას ჯამურად 750 მილიარდი აშშ დოლარი შემატეს. მაგალითად მსოფლიოში ცნობილი ჩინელი მიარდერის Alibaba-ს დამფუძნებელი ჯეკ მას ქონება 18.9 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა და 61.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

ფრანგი მილიარდერების ქონებამ კი 2020 წელს ჯამურად 500 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 95 მილიარდი აშშ დოლარით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. აღნიშნული ზრდის ნახევარზე მეტს ბერნარდ არნოს და L’Oréal მემკვიდრე ფრანსუაზა ბეტენკურტ მაიერის ქონება შეადგენს.