მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მსოფლიოს რომელ ქალაქებშია ცხოვრება ყველაზე ძვირი?

ნიუ-იორკი
BM. GE
30.08.25 13:51
1050

საცხოვრებელი ადგილის შერჩევისას ადამიანებს ხშირად უწევთ არჩევანის გაკეთება ხელმისაწვდომ და კომფორტულ ვარიანტებს შორის. ამ მხრივ არათუ მსოფლიოს ქალაქები, არამედ პატარა დასახლებებიც კი განსხვავდებიან ერთმანეთისგან, თუმცა ამ სტატიაში წარმოდგენილი იქნება მხოლოდ ის 10 ქალაქი, სადაც ცხოვრება ყველაზე ძვირია.

2025 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, სიის უდიდეს ნაწილს ამერიკული და შვეიცარიული კომპანიები იკავებენ. მათ შორის პირველი ნიუ-იორკია, სადაც ერთ-საძინებლიანი ბინის დაქირავება $4,107 დოლარი ჯდება. ამას ემატება ცხოვრების ხარჯები, რომელიც ერთ ადამიანზე, სულ მცირე $1,700 დოლარს უდრის.

ხუთეულში 3 ადგილს, მათ შორის, მე-2 და მე-3 ადგილებს შვეიცარიული ქალაქები, ციურიხი და ჟენევა იკავებენ. ამ შემთხვევაშიც, მიზეზი ქირისა და საცხოვრებელი ხარჯების ზრდაა. შედარებისთვის, გასულ წელს ორივე ქალაქი თითო-თითო პოზიციით ქვემოთ იდგა.

10-ეულში ერთადერთი აზიური ქალაქი, უფრო სწორად, ქალაქ-სახელმწიფო სინგაპურია. ამ შემთხვევაში ფასების ზრდა განსაკუთრებულად მოსახლეობის სიმჭიდროვითა და ბინების დეფიციტითაა განპირობებული.

სრული სია ასეთია:

  1. ნიუ იორკი, აშშ
  2. ციურიხი, შვეიცარია
  3. ჟენევა, შვეიცარია
  4. სან ფრანცისკო, აშშ
  5. ბაზელი, შვეიცარია
  6. ლოზანა, შვეიცარია
  7. ბოსტონი, აშშ
  8. სინგაპური, სინგაპური
  9. სან ხოსე, აშშ
  10. ლუგანო, შვეიცარია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები