მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოს წამყვანი ბრენდების რეიტინგი - 2023

brads

Interbrand-მა 2023 წლის საუკეთესო ბრენდების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც მსოფლიოს წამყვანი 100 ბრენდის მიმდინარე წლის შედეგებია ასახული. აღმოჩნდა, რომ უმსხვილეს ბრენდთა დიდი ნაწილი წელს სტაგნაციას განიცდის.

მიმდინარე წელს წამყვანი ბრენდების საერთო საბაზრო ღირებულება მხოლოდ 5.7%-ით, $3.3 ტრილიონამდე გაიზარდა, მაშინ, როცა გასულ წელს ეს მაჩვენებელი 16%-ით გაიზარდა და $3.1 ტრილიონს მიაღწია.

Interbrand-ი სტაგნაციის მიზეზებად ბრენდების სუსტ ლიდერებსა და ზრდაზე ორიენტირების ნაკლებობას ასახელებს. აღსანიშნავია, რომ ბრენდების მიერ ექსკლუზიურად ერთ სექტორში დარჩენა ხანგრძლივი ტენდენციაა, რაც მათი ღირებულების ზრდას აფერხებს.

მსოფლიოს საუკეთესო ბრენდების TOP 100


მთავარი მიგნებები:

  • Apple უკვე მე-11 წელია, წამყვანი ბრენდების რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს.
  • Airbnb წლის ყველაზე სწრაფად მზარდი ბრენდია, რომლის ღირებულებაც 2023 წელს 21.8%-ით გაიზარდა და, გასულ წელთან შედარებით, რეიტინგში 8 პოზიციით დაწინაურდა. ნავარაუდებია, რომ Airbnb-ის შემოსავალი წლიურად 13%-ით გაიზრდება.
  • აღმოჩნდა, რომ საავტომობილო ინდუსტრიაც მზარდია - წელს BMW რეიტინგის TOP 10-ეულში პირველად მოხვდა. გარდა ამისა, Porsche-მ, Hyundai-მ და Ferrari-მ ორნიშნა ზრდა დააფიქსირეს.
  • Tesla-მ რეიტინგში მე-12 ადგილი წელსაც შეინარჩუნა, თუმცა კომპანიის ზრდა, საავტომობილო ინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის, ყველაზე ნელია. 2023 წელს Tesla-ს ღირებულება მხოლოდ 4%-ით გაიზარდა, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება BMW-სა და Mercedes-ის, საშუალოდ, 10%-იან ზრდას.
  • ძვირად ღირებული, ე.წ. Luxury ბრენდების ინდუსტრია სტაბილურად მზარდია. ამ კომპანიათა საერთო ღირებულება წელს 6.5%-ით გაიზარდა. ყველაზე მეტად კი Hermes-ისა და Dior-ის საბაზრო ღირებულება, შესაბამისად, 10.2% და 8.4%-ით გაიზარდა. TOP კომპანიებს შორის მოხვდნენ Prada, Tiffany და Burberry-იც, რომლებიც წელს ახალი პარტნიორებითა და პროდუქტებით, თავიანთ ტრადიციულ ბაზრებს გასცდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები