მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოს უდიდესი საქველმოქმედო ფონდების რეიტინგი

ქველმოქმედება

მსოფლიოში არაერთი მსხვილი საქველმოქმედო ორგანიზაცია არსებობს, რომლებიც ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს ხარჯავენ სოციალური პრობლემების გადასაჭრელად დაა იმ ადამიანების დასახმარებლად, რომელთაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.

საქველმოქმედო ფონდები აქტიურად მუშაობენ ჯანდაცვის, განათლების, სიღარიბის აღმოფხვრისა და სამეცნიერო საქმიანობის მხარდასაჭერად. ეს ორგანიზაციები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ გლობალურ ეკონომიკაზე, ხელს უწყობენ ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას და საზოგადოებრივი პროგრესის მხარდაჭერას.

შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე სამყაროში სიკეთის ჩადენის ყველაზე აპრობირებული მეთოდი საქველმოქმედო ფონდისათვის დონაციის გადაცემაა, რომელიც შემდგომ მიზნობრივად მიიმართება სწორედ იქ, სადაც ის საჭიროა. დასავლურ საზოგადოებაში ქველმოქმედების გაღება არა მარტო მისასალმებელი, არამედ აუცილებელიც კია, რადგან კაპიტალისტური სისტემა ისეა მოწყობილი, რომ ის სიკეთის გამღებს აჯილდოებს და მას ქველმოქმედების მიმართულებით უფრო მეტად გააქტიურებისაკენ უბიძგებს, სწორედ ამიტომ ვხედავთ ქველმოქმედთა შორის ყველაზე აქტიურად ამერიკელ და ევროპელ მილიარდერ მეწარმეებსა თუ ინვესტორებს.

ამჯერად, წარმოგიდგენთ მსოფლიოს უდიდესი საქველმოქმედო ფონდების სიას, რომლებიც ყოველწლიურად მილიონობით ადამიანს ეხმარებიან:

1. Novo Nordisk Foundation
მოცულობა: $167 მლრდ
ქვეყანა: დანია

2. Tata Trusts
მოცულობა: $100 მლრდ
ქვეყანა: ინდოეთი

3. Bill & Melinda Gates Foundation
მოცულობა: $51 მლრდ
ქვეყანა: აშშ

4. Wellcome Trust
მოცულობა: $43 მლრდ
ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი

5. Stichting INGKA Foundation
მოცულობა: $38 მლრდ
ქვეყანა: ნიდერლანდები

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები