მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოს უდიდესი სუვერენული სიმდიდრის ფონდი რეკორდულ მოგებაზე გავიდა

ნორვეგია

ნორვეგიის სახელმწიფო საპენსიო ფონდმა, რომელიც მსოფლიოს უმდიდრესი სუვერენული სიმდიდრის ფონდია პლანეტაზე, 2023 წელი რეკორდული მოგებით დახურა - საუბარია $213 მილიარდის მოგებაზე, რაც ფონდის მიერ დიდ ტექნოლოგიურ კომპანიებში გახსნილი პოზიციების საბაზრო შეფასების ზრდით არის განპირობებული. გასულ წელს, ფონდის საინვესტიციო ამონაგებმა 16.1% შეადგინა, როცა ერთი წლით ადრე, ანუ 2022 წელს, ფინანსური ინსტიტუტი $164-მილიარდიან ზარალზე გავიდა, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ნორვეგიის სუვერენული სიმდიდრის ფონდი 1990-იან წლებში დაფუძნდა. სკანდინავიურ ქვეყანას სურდა, ნავთობისა და გაზის სექტორიდან მიღებული მოგება სარფიანად დაეინვესტირებინა. ამ დრომდე, ფონდმა ინვესტიცია 70 ქვეყნის 8,500-ზე მეტ კომპანიაში ჩადო. გასული წლის ბოლო მონაცემებით, ფონდის პორტფელის 71% - კომპანიების წილებზე მოდის, 27.1% - დივიდენდურ ფინანსურ ინსტრუმენტებზე, 1.9% - უძრავ ქონებაზე და 0.1% - ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები