მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მსოფლიოს უმდიდრესი სუვერენული ფონდები - ვინ მართავს ტრილიონებს?

ოქრო - დოლარი

ინვესტირება სიმდიდრის დაგროვების უებარი გზაა. ეს არის მოსაზრება, რომელზედაც ფინანსურ წრეებში ჩახედული ყველა ადამიანი თანხმდება, რასაც საფონდო ბირჟის არსებობა ადასტურებს. ინდივიდებთან და კომპანიებთან ერთად, დიდ ინვესტორებად სახელმწიფოები გვევლინებიან, რომლებიც გადასახადების გადამხდელების ფულს ან ბუნებრივი რესურსების რეალიზაციიდან, სავაჭრო პროფიციტიდან ან რეზერვებიდან მიღებულ ფულს აქტივებში სუვერენული სიმდიდრის ფონდების სახელით დებენ.

IE University-ის უახლესი ანგარიშის თანახმად, ამ ტიპის ფონდები $13.2 ტრილიონის აქტივებს მართავენ, რაც წლიურად 14%-ით მეტია. ამ ზრდას, უმეტესწილად, ახლო აღმოსავლეთში და აღმოსავლეთ აზიაში ბაზირებული ფონდების მზარდი ჩართულობა განაპირობებს ისეთ სექტორებში, როგორიცაა ფინანსები, ენერგეტიკა, მრეწველობა და ჯანდაცვა. ამასთან, ბოლო წლებში მომრავლდა ინვესტიციები ინფრასტრუქტურის და მდგრადობის მიმართულებით, ხოლო დანიშნულების ქვეყნებს შორის კვლავ ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს.

მსოფლიოს უდიდესი სუვერენული სიმდიდრის ფონდების ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურება:

#1 — ნორვეგიის გლობალური საპენსიო ფონდი (GPFG)

აქტივები (AUM): $1.8 ტრილიონი
ქვეყანა: ნორვეგია
სექტორები: ტექნოლოგიები, განახლებადი ენერგია, ფინანსები


#2 — ჩინეთის საინვესტიციო კორპორაცია (CIC)

აქტივები (AUM): $1.3 ტრილიონი
ქვეყანა: ჩინეთი
სექტორები: ფინანსები, ტექნოლოგიები, მრეწველობა

#3 — საერთაშორისო ბაზრების სახელმწიფო ადმინისტრაცია (SAFE)

აქტივები (AUM):
$1.1 ტრილიონი
ქვეყანა: ჩინეთი
სექტორები: ენერგეტიკა, უძრავი ქონება, ფინანსები

#4 — აბუ-დაბის საინვესტიციო ორგანო (ADIA)

აქტივები (AUM): $993 მილიარდი
ქვეყანა: არაბთა გაერთიანებული საამიროები
სექტორები: უძრავი ქონება, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა

#5 — საჯარო საინვესტიციო ფონდი (PIF)

აქტივები (AUM): $978 მილიარდი
ქვეყანა: საუდის არაბეთი
სექტორები: ინფრასტრუქტურა, ხელოვნური ინტელექტი, სპორტი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები