მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოს უმსხვილესი ავტომწარმოებელი კომპანიების რეიტინგი

cars

მსოფლიოს მასშტაბით 100-მდე ავტომწარმოებელი კომპანიაა რეგისტრირებული, რომელთა ჯამური საბაზრო კაპიტალიზაცია 2 ტრილიონ 190 მილიარდ დოლარს აღწევს.

უმსხვილესი ავტომწარმოებელი კომპანიების რეიტინგში პირველ ადგილს ამერიკული Tesla იკავებს, რომელიც ელექტრომობილების ინდუსტრიაში ნამდვილი პიონერია და ის ბაზრის თითქმის 60%-ს აკონტროლებს. კომპანია ბირჟაზე 760 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, მისი ხელმძღვანელი, ილონ მასკი კი პლანეტის უმდიდრესი მეწარმეა.

მეორე ადგილს იაპონური გიგანტი Toyota იკავებს, რომელიც ბირჟაზე 250 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. Toyota წლიურად საშუალოდ 10 მილიონ ავტომობილს აწარმოებს და გაყიდვების მიმართულებით ის უდავო ლიდერია.

უმსხვილესი ავტომწარმოებელი კომპანიების რეიტინგში მესამე ადგილზე გერმანული Porsche გვხვდება, რომელიც ბირჟაზე 82 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. Porsche-ს შემთხვევაში მთავარი ფოკუსი სპორტულობაზე, მოქნილობასა და კომფორტზეა გაკეთებული; 911 კი ისტორიაში საუკეთესო სპორტულ ავტომობილად ითვლება.

მეოთხე ადგილზე წარმოდგენილია ჩინური გიგანტი BYD, რომლის კაპიტალიზაცია $77 მილიარდს აღწევს. ელექტრომობილების წარმოების მიმართულებით BYD მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს, თუმცა კონკურენტებისგან განსხვავებით, ის შედარებით ბიუჯეტურ ავტომობილებს ქმნის.

ჩამონათვალში მეხუთე ადგილზეა კომპანია, რომელმაც თავად შექმნა მსოფლიოში პირველი ავტომობილი, ცხადია, საუბარი გვაქვს Mercedes-Benz-ზე, რომელიც ბირჟაზე $70 მილიარდადაა შეფასებული. 137-წლიანი დომინაციის შემდეგაც კი, Mercedes-ი ისევ რჩება ავტოინდუსტრიის ეტალონად და ყველაზე თამამ ინოვატორად.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები