მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მსოფლიოს უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანიების რეიტინგი

big pharma

გლობალური ფარმაცევტული ინდუსტრია 2026 წელს განვითარების ფუნდამენტურად ახალ ეტაპზე გადავიდა. სექტორის ტრადიციული ლიდერების პოზიციები ინოვაციურმა თერაპიებმა და ბიოტექნოლოგიურმა გარღვევებმა შეცვალეს, რამაც კომპანიების საბაზრო კაპიტალიზაციაში დრამატული ცვლილებები გამოიწვია.

მთავარი ტენდენცია, რომელიც ახლა საბაზრო დინამიკას განსაზღვრავს, წონაში კლების პრეპარატებთან არის დაკავშირებული და არც ტრადიციულ მედიკამენტებთან.

ამასთან, დღეს ე.წ. Big Pharma-ს წარმატებას აღარ განსაზღვრავს მხოლოდ გაყიდული მედიკამენტების მოცულობა; მთავარი აქცენტი მაღალტექნოლოგიურ კვლევებზე, გენურ თერაპიასა და პერსონალიზებულ მედიცინაზეა გადასული.

ამჯერად წარმოდგენილ რეიტინგში განხილულია მსოფლიოს ის ათი უმსხვილესი გიგანტი, რომლებიც თავიანთი ფინანსური სიმძლავრითა და სტრატეგიული გადაწყვეტილებებით არა მხოლოდ საფონდო ბირჟებზე დომინირებენ, არამედ გლობალური ჯანდაცვის მომავალსაც განსაზღვრავენ. რეიტინგი საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვითაა შედგენილი და ის ასე გამოიყურება:

1) Eli Lilly
შეფასება: $790 მლრდ
მოგება: $26 მლრდ
დირექტორი: დევიდ რიქსი
ქვეყანა: აშშ

2) Johnson & Johnson
შეფასება: $548 მლრდ
მოგება: $36 მლრდ
დირექტორი: ხოაკინ დუატო
ქვეყანა: აშშ

3) AbbVie
შეფასება: $352 მლრდ
მოგება: $7 მლრდ
დირექტორი: რობერტ მაიკლი
ქვეყანა: აშშ

4) Rosche
შეფასება: $335 მლრდ
მოგება: $21 მლრდ
დირექტორი: თომას შინეკერი
ქვეყანა: შვეიცარია

5) AstraZeneca
შეფასება: $294 მლრდ
მოგება: $14 მლრდ
დირექტორი: პასკალ სორიო
ქვეყანა:

6) Novartis
შეფასება: $281 მლრდ
მოგება: $16 მლრდ
დირექტორი: ვას ნარასიმჰანი
ქვეყანა: შვეიცარია

7) Merck
შეფასება: $276 მლრდ
მოგება: $22 მლრდ
დირექტორი: რობერტ დევისი
ქვეყანა: აშშ

8) Amgen
შეფასება: $186 მლრდ
მოგება: $9 მლრდ
დირექტორი: რობერტ ბრედუეი
ქვეყანა: აშშ

9) Novo Nordisk
შეფასება: $183 მლრდ
მოგება: $21 მლრდ
დირექტორი: ლარს იორგენსენი
ქვეყანა: დანია

10) Gilead
შეფასება: $162 მლრდ
მოგება: $10 მლრდ
დირექტორი: დანიელ ო'დეი
ქვეყანა: აშშ

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები