მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოს უმსხვილესი სტარტაპების რეიტინგი

სტარტაპები

მსოფლიოში ათასობით მცირე თუ საშუალო ზომის სტარტაპია დაფუძნებული, მათი აბსოლუტური უმეტესობა კი, სამწუხაროდ, კრახისთვისაა განწირული, რადგან წარმატებას, როგორც წესი, 10-დან მხოლოდ 1 სტარტაპი აღწევს.

ბიზნესი წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს მაშინ, თუკი ის სტაბილურად ახერხებს ზრდას და შემოსავლების გენერირებას, თუმცა სტარტაპის შემთხვევაში მხოლოდ ეს არ არის საკმარისი, სტარტაპი რომ ჭეშმარიტად წარმატებულად ჩაითვალოს, მან თვალისმომჭრელი ტემპით უნდა შეძლოს ზრდა-განვითარება და ამ პროცესში შესაბამისი საბაზრო შეფასების მოზიდვა.

როგორც წესი, ამ სფეროში მთავარ მიზნად $1-მილიარდიანი კაპიტალიზაციის მიღწევა ითვლება, ხოლო ამ შედეგის მქონე სტარტაპებს „უნიკორნებს“ უწოდებენ. მიუხედავად იმისა, რომ „უნიკორნების“ რაოდენობა მსოფლიოში საკმაოდ ცოტაა, ბაზარზე მაინც არსებობენ ისეთი სტარტაპები, რომელთაც მრავალმილიარდიანი შეფასება გააჩნიათ, დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა კი სწორედ ასეთ კომპანიებს შეეხება.

ამჯერად წარმოგიდგენთ მსოფლიოს უმსხვილესი სტარტაპების რეიტინგს:

1. ByteDance - $268 მლრდ
ქვეყანა: ჩინეთი
სფერო: სოციალური ქსელები

2. SpaceX - $210 მლრდ
ქვეყანა: აშშ
სფერო: კოსმოსი

3. OpenAI - $80 მლრდ
ქვეყანა: აშშ
სფერო: ხელოვნური ინტელექტი

4. Stripe - $70 მლრდ
ქვეყანა: აშშ
სფერო: ფინანსები

5. Shein - $44 მლრდ
ქვეყანა: ჩინეთი
სფერო: ელ. კომერცია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები