მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მსოფლიოს ყველაზე აქტიური პორტების რეიტინგი

პორტი

საერთაშორისო ვაჭრობისა და გლობალური ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა საზღვაო გადაზიდვებია. გლობალური სავაჭრო ბრუნვის უდიდესი ნაწილი სწორედ გიგანტურ პორტებზე მოდის, რომლებიც კონტინენტებს ერთმანეთთან აკავშირებენ და გლობალურ ვაჭრობას ეკონომიკურად სარგებლის მომტან საქმიანობად აქცევენ.

Visual Capitalist-ის უახლესი მონაცემების მიხედვით, მსოფლიოს უმსხვილეს საზღვაო ჰაბებში აზიის, კერძოდ კი ჩინეთის დომინაცია აბსოლუტურია და მასთან არცერთი სახელმწიფო ახლოსაც არ არის. ამასთან, გლობალური კონტეინერების ტრაფიკის 40%-ზე მეტი სწორედ ჩინეთზე მოდის.

ამჯერად გაგაცნობთ მსოფლიოს ყველაზე აქტიური პორტების რეიტინგს, სადაც ტვირთბრუნვა გაზომილია TEU ერთეულით:

1) Shanghai
ჩინეთი
51.5 მილიონი TEU

2) Singapore
სინგაპური
41.1 მილიონი TEU

3) Ningbo-Zhoushan
ჩინეთი
39.3 მილიონი TEU

4) Shenzhen
ჩინეთი
33.4 მილიონი TEU

5) Qingdao
ჩინეთი
30.9 მილიონი TEU

6) Guangzhou
ჩინეთი
26.1 მილიონი TEU

7) Busan
სამხრეთ კორეა
24.4 მილიონი TEU

8) Tianjin
ჩინეთი
23.3 მილიონი TEU

9) Jebel Ali Dubai
საამიროები
15.5 მილიონი TEU

10) Port Klang
მალაიზია
14.6 მილიონი TEU

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები