წარმოადგენს თუ არა პარლამენტის წევრთა რაოდენობა ქვეყნის დემოკრატიულობისა თუ ძლიერების ინდიკატორს? - ამ კითხვაზე პასუხი სხვადასხვა სახელმწიფოში განსხვავებულია. ზოგიერთი ქვეყანა მიიჩნევს, რომ მრავალმილიონიანი მოსახლეობის ინტერესების დასაცავად ათასობით დეპუტატია საჭირო, სხვებისთვის კი მცირე, მაგრამ მობილური საკანონმდებლო ორგანო უფრო ეფექტურია.
გაგაცნობთ მსოფლიოს იმ საკანონმდებლო ორგანოებს, რომლებიც მანდატების რაოდენობით რეკორდსმენები არიან, ჩინეთის გიგანტური დარბაზებიდან იაპონიის წარმომადგენელთა პალატამდე.
მსოფლიოს 10 ყველაზე დიდი პარლამენტი, წევრთა რაოდენობის მიხედვით
მსოფლიოს მასშტაბით საკანონმდებლო ორგანოები ზომით მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან, რაც ქვეყნების მოსახლეობის, პოლიტიკური სისტემებისა და მმართველობის სტრუქტურების სხვაობას ასახავს. გთავაზობთ მსოფლიოს 10 ყველაზე დიდი პარლამენტის რეიტინგს (2025 წლის მონაცემებით).
ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესი (NPC) მსოფლიოში უდიდესი პარლამენტია, რომელიც თითქმის 3 000 წევრს აერთიანებს. კონგრესი წელიწადში ერთხელ პეკინში, "სახალხო კრებების დიდ დარბაზში" იკრიბება. თუმცა, დემოკრატიული საკანონმდებლო ორგანოებისგან განსხვავებით, NPC-ს შეზღუდული დამოუკიდებელი ძალაუფლება აქვს, რადგან ქვეყანაში რეალურ გადაწყვეტილებებს "ჩინეთის კომუნისტური პარტია" იღებს.
|
ქვეყანა |
საკანონმდებლო ორგანო |
წევრების საერთო რაოდენობა |
|
|
1 |
ჩინეთი |
ეროვნული სახალხო კონგრესი |
2,987 |
|
2 |
გაერთიანებული სამეფო |
პარლამენტი (სახალხო პალატები + ლორდები) |
1,430 |
|
3 |
იტალია |
პარლამენტი |
951 |
|
4 |
საფრანგეთი |
პარლამენტი |
925 |
|
5 |
ინდოეთი |
პარლამენტი |
790 |
|
6 |
ევროკავშირი |
ევროპის პარლამენტი |
720 |
|
7 |
გერმანია |
ბუნდესტაგი |
736 |
|
8 |
ჩრდილოეთ კორეა |
უზენაესი სახალხო ასამბლეა |
687 |
|
9 |
ინდონეზია |
სახალხო საკონსულტაციო ასამბლეა (ქვედა პალატა) |
580 |
|
10 |
იაპონია |
წარმომადგენელთა პალატა |
465 |




























