პლანეტაზე ინტერნეტის ეპოქის დასაწყისთან ერთად, ვებბრაუზერი, ანუ პლატფორმა, რომლითაც ადამიანი ინტერნეტს უკავშირდება — ციფრულ სამყაროში შესასვლელ მთავარ კარიბჭედ იქცა. ის, რაც 1990-იან წლებში Mosaic-ის და Napster-ის გამოჩენით დაიწყო, დღეს ხელოვნური ინტელექტით გაძლიერებულ პლატფორმებში გადაიზარდა.
2025 წელს, როდესაც ინტერნეტი არის არა პრივილეგია, არამედ აუცილებლობა, ამ უხილავ ქსელში ყოველდღიურად მილიარდობით ადამიანი ერთვება და თითოეულ ჩვენგან რჩეული ვებბრაუზერი გვაქვს. სწორედ ეს არჩევანი განაპირობებს, თუ როგორ ვიღებთ ინფორმაციას და რა კავშირი გვაქვს, როგორც გარეთა სამყაროსთან, ასევე ერთმანეთთან.
#1 — Google Chrome
ბაზრის წილი (2025): 66%
გამოშვების წელი: 2008
კომპანია: Google (Alphabet Inc.)
მთავარი უპირატესობები:
— ძალიან სწრაფია და ხშირად გამოდის განახლებები;
— ღრმა ინტეგრაცია Google-ის ეკოსისტემასთან (Gmail, Docs, Search და სხვა);
— ბრაუზერის გაფართოებების დიდი არჩევანი Chrome Web Store-ში;
— ძლიერი დეველოპერული ხელსაწყოები და თანამედროვე ვებ-სტანდარტების მხარდაჭერა;
— AI-ის ინტეგრაცია — ჭკვიანი ძიება, ტაბების დაჯგუფება, გენერაციული ტექსტის ინსტრუმენტები;
კონკურენტული უპირატესობა: Chrome-ის დომინაცია დიდწილად განპირობებულია Android-ის მოწყობილობებზე ავტომატურადაა დაყენებული.
#2 — Apple Safari
ბაზრის წილი (2025): 17%
გამოშვების წელი: 2003
კომპანია: Apple Inc.
მთავარი უპირატესობები:
— სრულად ოპტიმიზებული Apple-ის მოწყობილობებისთვის (iPhone, Mac, iPad);
— ენერგოეფექტიანობა, ანუ ნაკლებად ხარჯავს ელემენტს;
— კონფიდენციალურობის მძლავრი მექანიზმები;
— iCloud-ის მეშვეობით ტაბებისა და სანიშნეების სინქრონიზაცია;
კონკურენტული უპირატესობა: მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ Apple-ის მოწყობილობებზე მუშაობს, Safari-ის აქვს მყარად ინტეგრირებული ეკოსისტემა და თან, Apple-ის ყველა მოწყობილობაზე ავტომატურადაა ხელმისაწვდომი.
#3 — Microsoft Edge
ბაზრის წილი (2025): 5%
გამოშვების წელი: 2015 (Chromium ვერსია – 2020)
კომპანია: Microsoft
მთავარი უპირატესობები:
— Chromium-ის ძრავაზე მუშაობს, რაც უზრუნველყოფს გვერდების მაქსიმალურ თავსებადობას;
— Copilot AI: ტექსტის შეჯამება, ვებგვერდების ახსნა, ხმოვანი და ჩატ-ინტერაქცია;
— ძლიერი ინტეგრაცია Microsoft 365-თან;
— სწრაფად და ეფექტურად მუშაობს Windows-ზე;
კონკურენტული უპირატესობა: Edge ხელახლა დაიბადა Chromium-ზე გადასვლის შემდეგ და ახლა კონკურენტუნარიანია როგორც ფუნქციურად, ისე პროდუქტიულობით — განსაკუთრებით Windows-ის მომხმარებლებისთვის.
#4 — Mozilla Firefox
ბაზრის წილი (2025): 3%
გამოშვების წელი: 2004
კომპანია: Mozilla Foundation (არაკომერციული)
მთავარი უპირატესობები:
— ღია კოდის მქონე, დამოუკიდებელი ბრაუზერია;
— კონფიდენციალურობაზე ორიენტირებული ფუნქციები;
— პერსონალიზაციის ფართო შესაძლებლობები;
— მოწინავე დეველოპერული ხელსაწყოები;
კონკურენტული უპირატესობა: Firefox-ი კვლავ რჩება პრივატულობაზე ორიენტირებული მომხმარებლებისა და დეველოპერების რჩეულად, თუმცა მისი მარკეტშეარი შემცირებულია დიდი ტექნოლოგიური გიგანტების ჩრდილში.
#5 — Samsung Internet
ბაზრის წილი (2025): 2–3%
გამოშვების წელი: 2015
კომპანია: Samsung Electronics
მთავარი უპირატესობები:
— ოპტიმიზებულია Samsung-ის სმარტფონებისა და პლანშეტებისთვის;
— მობილურ მოწყობილობებზე მოსახერხებელი ინტერფეისი;
— კონტენტ-ბლოკერები და ვიდეო ასისტენტი;
— Chromium-ის ძრავა მაღალი თავსებადობისთვის;
კონკურენტული უპირატესობა: Samsung Internet-ი არის სტაბილური და მობილური ინტერფეისით გამორჩეული Android ბრაუზერი, რომელიც განსაკუთრებით პოპულარულია Galaxy-ის სერიის სმარტფონებზე.




























