მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოში 12 ქვეყანა რჩება, სადაც COVID-19 ამ დრომდე არ დადასტურებულა

5edd49e9d5799
BM.GE
08.06.20 00:03
7505
7 ივნისის მდგომარეობით, მსოფლიოში სულ 12 ქვეყანაა, სადაც ამ დრომდე COVID-19-ის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. სიაში შემავალი ქვეყნების ნაწილში შესაძლოა ვირუსი გავრცელებულია და ამას ოფიციალურად არ აღიარებენ. სავარაუდოდ ასეთია ჩრდილოეთ კორეაც, რომელიც ჩამონათვალში შემავალი ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანაა. სიაში მეორე ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანა თურქმენეთია, რომელიც ჩრდილოეთ კორეის მსგავსად ღიაობით არ გამოირჩევა. რაც შეეხება სიის სხვა წევრებს, ისინი ძირითადად წყნარი ოკეანის მიკრო სახელმწიფოებია. მათ შორის არის ნაურუ, ტონგა, ვანუატუ და სხვა ქვეყნები.

ქვეყნები სადაც 0 შემთხვევაა ოფიციალურად დადასტურებული:

1 ჩრდილოეთ კორეა - 25,778,816 მოქალაქე;
2 თურქმენეთი - 6,031,200 მოქალაქე;
3 სოლომონის კუნძულები - 686,884 მოქალაქე;
4 ვანუატუ - 307,145 მოქალაქე;
5 სამოა - 198,413 მოქალაქე;
6 კირიბატი - 119,451 მოქალაქე;
7 მიკრონეზია - 115,03 მოქალაქე;
8 ტონგა - 105,695 მოქალაქე;
9 მარშალის კუნძულები - 59,19 მოქალაქე;
10 პალაუ - 18,094 მოქალაქე;
11 ტუვალუ - 11,793 მოქალაქე;
12 ნაურუ - 10,823 მოქალაქე.

მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირების სულ 6.5 მილიონი შემთხვევა არის აღრიცხული, აქედან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3.1 მილიონს შეადგენს, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 401 ათასს აღემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები