მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოში 400-ზე მეტი მიტოვებული მაღაროა, რომელთა მზის ელექტროსადგურად ქცევა შეიძლება - კვლევა

ქვანახშირის მოპოვება

მიტოვებული ან დახურვის პირას მყოფი მაღაროების მზის ელექტროსადგურებად გადაქცევის შემთხვევაში იმ მოცულობის ელექტროენერგიის გენერაციას უზრუნველყოფდა, რაც გერმანიის ზომის ქვეყნის მომარაგებისთვისაა საკმარისი - ამის შესახებ Global Energy Monitor-ის უნიკალურ კვლევაშია საუბარი.

არასამთავრობო ორგანიზაციის მკვლევრებმა ქვანახშირის 312 მაღარო გამოავლინეს, რომლებიც 2020 წლიდან გაუქმებულია და 2090 კვადრატულ კილომეტრზე იშლება. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2030 წლამდე ოპერატორები დამატებით 3731 კვადრატულ კილომეტრზე მოქმედ მაღაროებში შეაჩერებენ მოპოვებას. შესაბამისად, არსებობს შესაძლებლობა, რომ ჯამურად 446 მიტოვებული მაღარო, 5820 კილომეტრიანი ტერიტორია, მზის ენერგიის პროექტებისთვის იქნეს გამოყენებული, რაც 300 გიგავატი ენერგიის გენერაციას უზრუნველყოფს. ეს რაოდენობა გლობალურად მზის ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრის 15%-ია.

კვლევის თანახმად, ჩინეთი ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, სადაც ამ პოტენციალის ათვისება უკვე მიმდინარეობს. 90-მდე მაღაროს ტერიტორიაზე უკვე განთავსდა მზის პანელები, რომელთა დადგმული სიმძლავრეც 14 გიგავატია, დაგეგმილია კიდევ 46 ასეთი პროექტი.

ევროპის შემთხვევაში, გამორჩეული პოტენციალის მქონე ქვეყანა საბერძნეთია, სადაც ძველი მაღაროების მზის ელექტროსადგურებად ქცევაა შესაძლებელი. იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანა 2026 წლისთვის ქვანახშირის მოპოვების შეწყვეტას გეგმავს, მზის ენერგიის პოტენციალი კი კვადრატულ მეტრზე 4.45 კილოვატია, საბერძნეთი ამ ცვლილებისთვის უკვე მზადაა. ქვეყნის ჩრდილოეთით ამინტეოს მაღაროს ტერიტორიის შემოგარენში უკვე მიმდინარეობს მზის პანელების მონტაჟიც.

იმის გათვალისწინებით, რომ 2030 წლამდე განახლებადი ენერგიის გენერაციის გასამმაგება გლობალური მიზანია, ქვანახშირის მაღაროები სუფთა ენერგიაზე გადასვლისთვის უზარმაზარ პოტენციალს ქმნიან. თუმცა აღნიშნული პროექტის უპირატესობები ამით არ შემოიფარგლება.

ანალიტიკოსების გამოთვლებით, ქვანახშირიდან მზის ენერგიაზე გადასვლა ჯამურად 260 ათასამდე მუდმივ და 317 ათასამდე სამუშაო ადგილს შექმნის. ამასთან, ძველი მაღაროები ხშირად მიტოვებული ტერიტორიებია, რომლებიც ქვეყნის იერსახეს ლახავს - ელექტროსადგურად ქცევის შემთხვევაში, გაჩნდება ეკონომიკური ინიციატივები, რომლებიც ამ ტერიტორიების ხელახლა ათვისებასა და მოვლას უზრუნველყოფს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები