მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მსოფლიოში ელექტრომობილების რეალიზაცია ივლისში 21%-ით გაიზარდა

ელექტრომობილები

ივლისში ელექტრომობილების რეალიზაცია 21%-ით გაიზარდა და 1.4 მლნ ერთეულს მიაღწია. მონაცემებს კვლევითი ორგანიზაცია Rho Motion ავრცელებს.

ზრდის უდიდესი წილი ჩინეთში ელექტრომობილების გაყიდვების მატებაზე მოდის. ამ ქვეყანაში ივლისში 31%-ით მეტი ავტომობილი გაიყიდა, ვიდრე გასული წლის ამავე პერიოდში. ჩრდილოეთ ამერიკაში ელექტრომობილების რეალიზაცია 8%-ით გაიზარდა, ევროპაში კი, პირიქით 7%-ით შემცირდა.

კვლევით ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ჩინურ ავტომობილებზე ტარიფების შემოღება ევროკავშირის ბაზარზე ელექტრომობილების რეალიზაციის შეფერხებას გააღრმავებს. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ელექტრომობილების მასობრივი შემსყიდველები უარს აცხადებენ ავტოპარკების განახლებაზე დასამუხტი სადგურების ინფრასტრუქტურის არასაკმარისი განვითარების და შიგაწვის ძრავიან ავტომობილებთან შედარებით საკმაოდ მაღალი საშუალო ფასის გამო.

მთლიანობაში 7 თვეში ელექტრომობილების რეალიზაცია 21%-ით გაიზარდა, მათ შორის ჩინეთში 31%-ით, ჩრდილოეთ ამერიკაში 10%-ით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები