მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მსოფლიოში ინფლაციამ პიკს უკვე მიაღწია, სამომავლოდ შემცირებას უნდა ველოდოთ - გიორგი პაპავა

627b9db0a328c
გიორგი თოლორდავა
12.05.22 09:40
1060
11 მაისს საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 11.0%-იან ნიშნულზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. სებ-ის განმარტებით, ბოლო პერიოდში ინფლაციური წნეხის შემცირების მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ლარის გაცვლითი კურსის გამყარებაა. ამასთანავე, ეროვნული ბანკი პროგნოზირებს, რომ წლის ბოლოსთვის ქვეყანაში ინფლაციის დონე ამჟამად არსებულ 12.8%-იან ნიშნულზე დაბალი იქნება.

რეფინანსირების განაკვეთის უცვლელ ნიშნულზე დატოვების გადაწყვეტილება თანხვედრაშია ISET-ის წამყვანი ეკონომისტის, გიორგი პაპავას პროგნოზთან. მისი განცხადებით, გასათვალისწინებელი ფაქტორია მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების წინა შემთხვევები და დაგროვებითი ეფექტი, რადგან განაკვეთის ცვლილებას გავლენა ეკონომიკაზე, შესაძლოა, თვეების და კვარტლების განმავლობაშიც კი ჰქონდეს.

გიორგი პაპავას განცხადებით, მსოფლიოს მასშტაბით ინფლაციის დონის შემცირების ტენდენცია ჯერაც არ შეინიშნება, თუმცა სავარაუდოა, ინფლაციას გარკვეულ პიკურ ნიშნულამდე უკვე მიეღწიოს.

„მართალია, მსოფლიოს მასშტაბით ინფლაცია არ შემცირებულა, თუმცა აშშ-სა და სხვა ქვეყნებში პროგნოზია, რომ ინფლაციის მაჩვენებელმა დიდწილად უკვე მიაღწია პიკს და სამომავლოდ უფრო დაღმასვლის მიმართულებით უნდა ველოდოთ ინფლაციის ცვლილებას“, - განაცხადა გიორგი პაპავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები