მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოში კაკლის წარმოება სტაბილურად მატულობს, რასაც, ძირითადად, ჩინეთი და აშშ განაპირობებენ - Galt & Taggart

კაკლის წარმოება

მსოფლიოში კაკლის წარმოება სტაბილურად მატულობს. წარმოების ზრდას ძირითადად ჩინეთი და აშშ განაპირობებენ, - ამის შესახებ Galt & Taggart-ის კაკლოვანი კურლტურების ბაზრის მიმოხილვაში წერია.

დოკუმენტის თანახმად, ჩინეთი და აშშ ერთად მსოფლიო წარმოების 79.1%-ს შეადგენენ. ჩინეთი უდიდეს მწარმოებელთან ერთად, ასევე უმსხვილესი მომხმარებელიცაა. ჩინეთში წარმოების მატება ნარგავი ფართობის მატებასა და ნერგების სრულ-მსხმოიარობაში შესვლას უკავშირდება.

2022 წლის მონაცემებით, კაკლის წარმოება მსოფლიოში ქვეყნების მიხედვით (ნაჭუჭგაცლილი) შემდეგნაირად ნაწილდება:

  • ჩინეთი - 53,3%
  • აშშ - 25,8%
  • ჩილე - 6,9%
  • უკრაინა 3,0%
  • თურქეთი - 1.9%
  • საქართველო - 0,3%
  • სხვა - 9,0%

რაც შეეხება კაკლის უმსხვილეს მოხმარებლებს პირველ ორ ადგილს კვლავ ჩინეთი და აშშ იკავებენ. თუმცა ჩინეთის წარმოების უდიდესი ნაწილი ადგილობრივ ბაზარზეა გათვლილი. ხოლო, აშშ-ს თავისი წარმოების უდიდესი ნაწილი საექსპორტოდ გააქვს.

რაც შეეხება საქართველოს, იგი იმაზე მეტ კაკალს მოიხმარს, ვიდრე აწარმოებს. საქართველოს მოხმარება 2021 წლის მონაცემებით, 0,4%-ია. საქართველოში კაკალი დაახლოებით 4,500 ჰექტარზეა გაშენებული. აქედან, უმეტესი ნაწილი მთავრობის პროგრამის „დანერგე მომავლის“ ფარგლებშია გაშენებული და ძირითადად მცირე ზომის 15 ჰექტრამდე ბაღებს მოიცავს.

საქართველოში კაკლის წარმოება 2018 წლიდან მზარდია, რაც უკავშირდება 2014 წელს გაშენებული ბაღების მსხმოიარობაში შესვლას. კაკლის მოსავლიანობა ჰექტრაზე 1.96 ტონაა, რაც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება მსოფლიო საშუალოს.

მიმოხილვის მიხედვით, საქართველოში გაშენებული ჩანდლერის ბაღების მოსავლიანობის გაუმჯობესება წარმოების ზრდის პერსპექტივას იძლევა. Galt & Taggart-ის შეფასებით, არსებული ნერგები 2030 წლისთვის დაახლოებით 5,600 ტონა კაკალს მოისხამს. კაკლის შენახვისთვის კი აუცილებელია საშრობები. დოკუმენტის მიხედვით, არსებული საშრობები სრულიად საკმარისია ახლანდელი მოსავლისთვის, მაგრამ უკვე გაშენებული ბაღების სრულ მსხმიარობაში შესვლის გათვალისწინებით მომავალში მეტის საჭიროებაა.

Galt & Taggart-ის ანალიზით, საქართველოში კაკლის სექტორის განვითარებისთვის საჭიროა აგრონომიული ცოდნის ამაღლება, რასაც მთავრობა მხარს უჭერს უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები