მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მსოფლიოში მგონი არ დარჩა ავიაკომპანია, რომელთანაც ერთი მეილი მაინც არ გაგვეგზავნოს“

63d928de924bb
ვიქტორია მღებრიშვილი
31.01.23 20:00
3575
„მსოფლიოში, მგონი, არ დარჩა ავიაკომპანია, რომელთანაც ერთი მეილი მაინც არ გაგვეგზავნოს,“ - ასე აფასებს ახალი ავიაკომპანიების მოზიდვის კუთხით აეროპორტების გაერთიანების მუშაობას მისი ახალი ხელმძღვანელი ირაკლი ქარქაშაძე გადაცემაში „საუბრები ავიაციაზე“.

მისი თქმით, დღეისთვის ახალი ავიამიმართულებების დანიშვნის შესახებ 3-4 კომპანიასთან მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა, თუმცა ირაკლი ქარქაშაძე დეტალებს არ ასაჯაროებს.

„სხვადასხვა ავიაკომპანიებთან აქტიურად და განგრძობითად ვმუშაობთ. მოლაპარაკებების პროცესში კონფიდენციალურობა მნიშვნელოვანია, სანამ ისინი ახალ მიმართულებას ან ფრენების სიხშირეს არ დაგვიდასტურებენ.

დღეისთვის გვყავს 3-4 კომპანია, რომელთან მოლაპარაკებებიც ფინალურ ეტაპზეა, დარწმუნებული ვარ წარმატებით დასრულდება და ქუთაისსა და თბილისში ძალიან საინტერესო ახალი მიმართულებები გვექნება, რომელიც ჯერჯერობით არასდროს გვქონია.

ჩვენი მთავარი მიზანი ავიაბაზრის განვითარება და ჯანსაღი კონკურენციის შექმნაა. მგონი მსოფლიოში არ არსებობს ავიაკომპანია, რომელთანაც ერთი მეილი მაინც არ გვქონდეს გაგზავნილი“, - განაცხადა აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები