სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ცხოველების საკვების მწარმოებელი კომპანია „ნუტრიმაქსის“ მმართველი პარტნიორი ცხოველების საკვებისთვის საჭირო ნედლეულის გაძვირებას, ცუდი მოსავლიანობით ხსნის. "საქმიან დილაში" საკითხზე საუბრისას ბექა ბექაია აღნიშნავს, რომ კომპანია მომხმარებლის და ბიზნესინტერესების გათვალისწინებით ფასების მაქსიმალურად შენარჩუნებას ცდილობს.
მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე საწარმოო სიმძლავრე ბაზრის მოთხოვნას აღემატება. შესაბამისად, კომპანია ადგილობრივ ბაზარზე ოპერირებასთან ერთად, ექსპორტზე ხუთ ქვეყანაში გადის.
„კომპანიის ამბიციაა, გააფართოოს წარმოება და ადგილობრივ ბაზარზე კვლავ ლიდერობა შეინარჩუნოს, რათა კონკურენციას გაუწიოს იმპორტირებულ პროდუქციას. წელს, ნედლეულის მწარმოებელ ქვეყნებში ცუდი მოსავალია. ფასები 10-15%-ით არის გაზრდილი. ჯერჯერობით ეს ჩვენ ფასებში, როგორც სასოფლო, ისე ცხოველთა კვების მიმართულებით არ აგვისახავს. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ორივე მხარის ინტერესები გავითვალისწინოთ, როგორც ჩვენი, ასევე მომხმარებლის.
სულ ცოტა ხნის წინ მაღაზიათა ქსელ "სპარში" შევიტანეთ პროდუქცია და ველოდებით, როდის გაშლის ის თავის 300-მდე ქსელში. შესაბამისად, ვაკვირდებით ტენდენციას“, - განაცხადა ბექაიამ.
ინფორმაციისთვის, კომპანია „ნუტრიმაქსი“ ბაზარზე 15 წელია ოპერირებს.