მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოში ყველაზე დიდი ცისფერი ბრილიანტი 57.5 მლნ დოლარად გაიყიდა

626a746065f33
ნინო ტაბატაძე
28.04.22 23:00
941
მსოფლიოში ყველაზე დიდი ცისფერი ბრილიანტი Sotheby’s აუქციონზე 57.5 მლნ დოლარად გაიყიდა.

Bloomberg-ის ცნობით, 15.10 კარატიანი ქვა The De Beers Blue სააუქციონო სახლმა ჰონგ-კონგის ვაჭრობაზე წარადგინა. საწყისი ფასი 48 მლნ დოლარი იყო. ვაჭრობა მხოლოდ 10 წუთს გაგრძელდა. ვინ გახდა The De Beers Blue -ს ახალი მფლობელი უცნობია.

ეს უიშვიათესი ქვა იმ ალმასისგან დაამზადეს, რომელიც კომპანია De Beers-მა სამხრეთ აფრიკაში კულინანის საბადოზე იპოვა.

განსაკუთრებული ფერის გარდა ქვა განსხვავებულად არის დამუშავებული, რაც კიდევ უფრო მეტად გამოკვეთს მის შიდა სტრუქტურას. სტატისტიკის მიხედვით, პლანეტაზე მოპოვებული ყოველი 10 000 ალმასიდან მხოლოდ ერთს აქვს ცისფერი ფერი. ფერს განაპირობებს ბორის ატომები, რომელიც მინერალის წარმოქმნის დროს შედიან ბროლის ბადეში. ბორის არსებობა ცვლის არა მხოლოდ ქვის ფერს, არამედ მის ფიზიკურ თვისებებს, აქცევს ქვას ბუნებრივ ნახევარგამტარად. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები