მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

MTA-ს ვერ გავაგებინეთ, რატომ უნდა გამოაქვეყნოს წინასწარ, როდის იხსნება სეზონი - მირანდა ესაკია

გუდაური

მთის კურორტების ბიზნესასოციაცია მთის ტრასების სააგენტოს მენეჯმენტის საქმიანობით უკმაყოფილოა.

ბიზენესასოციაციის თანადამფუძნებლის მირანდა ესაკიას თქმით, ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება კომუნიკაციისა და დაგეგმვის არარსებობა - კერძოდ, მთის ტრასების სააგენტო ვერ ახერხებს ზამთრის სეზონის გახსნისა და დახურვის თარიღების წინასწარ, ოფიციალურად გამოქვეყნებას, რაც განსაკუთრებით აფერხებს ევროპელი ტურისტების მოზიდვას.

ევროპელი ტურისტი თავის დასვენებას ოთხი-ხუთი თვით ადრე გეგმავს და MTA-ს ვერ გავაგებინეთ, რატომ უნდა გამოაქვეყნოს ოფიციალურად, თავის ვებგვერდზე როდის იხსნება და როდის იკეტება კურორტი ოფიციალურად“, - განაცხადა BMGTV-ის გადაცემა წერტილში“მირანდა ესაკიამ, რომელსაც მთის ტრასების სააგენტოს მუშაობასთან დაკავშირებით, არაერთი შენიშვნა აქვს.

მირანდა ესაკიამ წერტილთან“ ინტერვიუში ასევე ისაუბრა, რამდენად ნეგატიურად მოქმედებს ქვეყანაში ტურისტების შეცვლილი გეოგრაფია მთის კურორტებზე ბიზნესის შემოსავლებსა და ზამთრის კურორტების საინვესტიციო მიმზიდველობაზე.

მთის კურორტების ბიზნესასოციაციის თანადამფუძნებელი წუხს იმის გამო, რომ იკლო მაღალმხარჯველუნარიანი, ევროპელი ტურისტების რიცხვმა, რაც მომსახურების ბიზნესზე ნეგატიურად აისახება როგორც შემოსავლების ჭრილში, ისე - ხარისხის კუთხით.

მხარჯველუნარიანი ტურისტი როდესაც ჩამოდის ქვეყანაში, ბიზნესი ცდილობს, განვითარდეს, დაეწიოს ახალ სტანდარტებს და უფრო მეტი და მეტი სერვისი შესთავაზოს - მოთხოვნა როცა არის, ჩვენც ვითარდებით და ვიხვეწებით. ნაკლებად მხარჯველუნარიანი ტურისტების შემოდინებამ კი, გამოიწვია რა?! - ყოველ კუთხეში არის მიწერილი "ჰალალი", "ინდური სამზარეულო"... ყრია ნაგავი - ისედაც ვიყავით ნაგავში... ევროპელი ტურისტი კი, გარდა იმისა, რომ რეგიონი არის საშიში, იმიტომ არ ჩამოდის, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არაერთი გამოწვევაა, კერძოდ,

ინფრასტრუქტურული პრობლემები, ნაგვით სავსე გუდაური, საშინელი არქიტექტურა და უნებართვო მშენებლობები და ჯიხურები და ყველაზე მთავარი, დაუოთოებული“ ტრასები“, - განაცხადა მირანდა ესაკიამ.

წერტილთან“ ვრცელ ინტერვიუში მთის კურორტების ბიზნესასოციაციის თანადამფუძნებელმა მთის ტრასების სააგენტო იმისთვისაც გააკრიტიკა, რომ ზამთრის სეზონის მოსამზადებელი სამუშაოები ამ დრომდე არაა დაწყებული. თავის მხრივ, MTA-ის მენეჯმენტი ირწმუნება, რომ ზამთრის სეზონის გახსნას საფრთხე არ ემუქრება და ისევე როგორც წინა წლებში, მთის ტრასების სააგენტო გამოწვევებს მინიმუმამდე დაიყვანს. "ზამთრის კურორტების მთავარი გამოწვევა უთოვლობაა" ,- აცხადებს MTA-ის დირექტორი ირაკლი ბურჭულაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები