მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მთავარი გამოსავალი, რა თქმა უნდა, განათლების სისტემის გაუმჯობესებაა" - კობახიძე კადრების დეფიციტზე

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბიზნესსექტორში არსებული სამუშაო ძალის, მათ შორის კვალიფიციური კადრების დეფიციტის დასაძლევად მთავარი გამოსავალი განათლების სისტემის გაუმჯობესება და კომპლექსური რეფორმაა.

მისი თქმით, ბიზნესასოციაციების მიერ წარმოდგენილ კვლევებში ნომერ პირველ გამოწვევად ზოგადად სამუშაო ძალის ნაკლებობა სახელდება, მეორე უმთავრესი პრობლემა კი კვალიფიციური კადრების დეფიციტია.

კობახიძის განცხადებით, სწორედ ამ სტრუქტურული პრობლემების გადასაჭრელად მომზადდა განათლების რეფორმის ინიციატივა.

"ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. ზოგადად როცა იმართება ხოლმე ბიზნესასოციაციის კვლევების პრეზენტაციები, [კომპანიები] აცხადებენ, რომ ნომერ პირველი პრობლემა არის ზოგადად სამუშაო ძალის დეფიციტი და მეორე პრობლემა არის კვალიფიციური სამუშაო ძალის დეფიციტი.

აქ მთავარი გამოსავალი არის, რა თქმა უნდა, განათლების სისტემის გაუმჯობესება და თქვენ იცით, რომ ერთ-ერთი მიზეზი სწორედ დასაქმების სტრუქტურის შეცვლა იყო, რატომაც ჩვენ განათლების კომპლექსური რეფორმის ინიციატივით გამოვედით. მას შემდეგ, რაც სრულფასოვნად განხორციელდება განათლების რეფორმა, რა თქმა უნდა, უმუშევრობის ნაწილში ეს სისტემური პრობლემები მოიხსნება", - ამბობს ირაკლი კობახიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები