"მთავარი გამოწვევა [ინვესტორებისთვის] მუშახელია," - ამის შესახებ სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, მუშახელის პრობლემა თითქმის ყველა სექტორს უდგას.
"მუშახელის პრობლემა თითქმის ყველა სექტორს აქვს, მათ შორის ლოჯისტიკასაც. ლოჯისტიკის მიმართულებით მსხვილი და გამოცდილი კომპანია, რომელიც ოპერირებას ახდენს უმსხვილესი ლოჯისტიკური საწყობების, არ გვყავს, ამიტომ ინვესტიციებთან ერთად, უნდა ვიზრუნოთ იმაზე რომ ქვეყანაში ბრენდები გაჩნდნენ, რომლებსაც ცოდნა შემოაქვთ. მაგრამ, მთავარი გამოწვევა [ინვესტორებისთვის] მაინც მუშახელია", - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.
მან ასევე ისაუბრა ქვეყანაში უკვე არსებულ ინვესტორებთან მუშაობის მნიშვნელობაზე, რადგან მისი თქმით, ხშირად ამას ყურადღება არ ექცევა.
"ინვესტორების მოზიდვის დროს გვავიწყდება „არსებულ ინვესტორებთან მუშაობა“ და ასევე ბევრჯერ გამიგია, რომ რეინვესტირება ინვესტირებად არ არის გაგებული, ეს კი ჩვეულებრივ უცხოური ინვესტიციაა. ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ ქვეყანაში არსებულ ინვესტორებს", - განაცხადა "აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელმა.