მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავარი ნაძვის ხის განახლების მიზნით, არცერთი ტენდერი გამოგვიცხადებია - კალაძე

6194bc8485202
ინგა მურუსიძე
17.11.21 12:39
727
თბილისში საახალწლო დეკორაციების გასაახლებლად, სამი ტენდერი გამოცხადდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„წელს საახალწლო დეკორაციების გასაახლებლად სამი ტენდერი გამოვაცხადეთ. მათ შორის, ორი საახალწლო აქსესუარებისა და განათებების, ხოლო ერთი - საახალწლო თემატიკის დეკორატიული მატარებლის შესყიდვას ემსახურება. სამივე ტენდერის ღირებულებაა 207 000 ლარია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, არცერთი ტენდერი დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის განახლების ან შეცვლის მიზნით არ გამოცხადებულა.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არც ერთი ტენდერი არ გამოცხადებულა დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის განახლების ან შეცვლის მიზნით, რაც ე.წ. კრიტიკულმა მედიამ გაავრცელა. ეს არის მორიგი დეზინფორმაცია და კიდევ ერთი მცდელობა, მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეეძლებათ, დედაქალაქში სხვადასხვა ადგილი საახალწლოდ მორთონ.

„მინდა, მივმართო ბიზნესსექტორს. მათგან ბევრი წერილი შემოვიდა, რაც კონკრეტული ადგილების გალამაზებას ეხება. ჩვენ ყველანაირად ხელს შეგიწყობთ. მოგიწოდებთ, იაქტიუროთ და ერთად მოვრთოთ ჩვენი ქალაქი. მადლობა წლების განმავლობაში ნაყოფიერი თანამშრობლობისთვის. აღნიშნულ ტენდენციას ამ ახალ წელსაც განვაგრძობთ. ადგილობრივ მცხოვრებლებსაც და ჩამოსულ სტუმრებსაც შევუქმნით საახალწლო განწყობას. მოგვიანებით გაგაცნობთ დამატებით ინფორმაციას, თუ სად მოეწყობა საახალწლო სოფელი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები