მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მთავარი პრიორიტეტი ტურისტების უსაფრთხოდ დაბრუნებაა" - Check in Travel თავის მგზავრებზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს

ოსეფაიშვილი

Check in Travel-ის ინფორმაციით, ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბული ვითარების მიუხედავად, კომპანიის ტურისტების მდგომარეობა კონტროლირებადია. ამ ეტაპზე დაახლოებით 40 მგზავრი დოჰაში იმყოფება, ტურისტები ასევე არიან დუბაისა და ეგვიპტეში.

კომპანიის დირექტორის ლევან ოსეფაიშვილის განცხადებით, თითოეულ მგზავრთან მუდმივი კომუნიკაცია მიმდინარეობს და ამ ეტაპზე უზრუნველყოფილია მათი განთავსება. Check in Travel-ში აცხადებენ, რომ ტურისტების დაბრუნებამდე კომპანია სრულ პასუხისმგებლობას იღებს.

„პირველ რიგში, მინდა ყველას ვუსურვო, რომ სიტუაცია რაც შეიძლება მალე დასტაბილურდეს და ადამიანები მშვიდობიანად დაბრუნდნენ საკუთარ სამშობლოში. რაც შეეხება Check in Travel-ის ტურისტებს, ამ ეტაპზე ყველაზე მეტი ჩვენი მგზავრი დოჰაში იმყოფება, საუბარია დაახლოებით 40 ადამიანზე/ სიტუაცია კონტროლირებადია, რადგან თითოეულ ტურისტთან მუდმივ კომუნიკაციაში ვართ და ვცდილობთ მაქსიმალურად შევამსუბუქოთ არსებული გარემოება.

აქტიურად ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორ ტუროპერატორებთან, სახელმწიფო უწყებებთან და განსაკუთრებით საქართველოს საელჩოებთან. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო კატარში საქართველოს ელჩს, რომელიც პირადად არის ჩართული ჩვენი მოქალაქეების დახმარებაში და მუდმივად გვაძლევს განახლებულ ინფორმაციას.

ჩვენი ტურისტები ასევე იმყოფებიან დუბაიში და ეგვიპტეში, შარმ-ელ-შეიხში. ეგვიპტეში სიტუაცია მშვიდია და ტურისტები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ დასვენებას. დუბაიში თავდაპირველად იყო გარკვეული პანიკა, თუმცა ამ დროისთვის ჩვენი ტურისტების განთავსება უზრუნველყოფილია და მდგომარეობა კონტროლის ქვეშაა. მნიშვნელოვანია, რომ მგზავრებმა გაითვალისწინონ ადგილობრივი ხელისუფლებისა და საქართველოს საელჩოს რეკომენდაციები.

მიუხედავად იმისა, რომ ტურისტულ კომპანიას კანონით არ ეკისრება დამატებითი ხარჯების სრულად დაფარვის ვალდებულება, Check in Travel იღებს პასუხისმგებლობას თავის მგზავრებზე და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს მათ განთავსებასა და ცხოვრების ხარჯებს, სანამ უსაფრთხოდ დაბრუნებას შეძლებენ.

ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი პრიორიტეტია ტურისტების უსაფრთხოდ დაბრუნება საქართველოში. პარალელურად, იმ მგზავრებს, რომლებიც უარს იტყვიან კატარისა და საამიროების მიმართულებით მოგზაურობაზე, შევთავაზებთ ალტერნატიულ, უსაფრთხო მარშრუტებს. უკვე შეინიშნება ტენდენცია, რომ ბევრი მგზავრი არჩევანს ევროპის მიმართულებებზე აკეთებს“, - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში ლევან ოსეფაიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები