რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლის ვლადიმერ მედინსკის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის დღევანდელ შეხვედრაზე მხარეები ჰუმანიტარული დერეფნების ერთოვლივი მოწყობის საკითხზე შეთანხმდნენ, რომელსაც ქვეყნების თავდაცვის სამინისტროები დაამუშავებენ.
„ჩვენ დეტალურად სამივე ბლოკის - სამხედრო, საერთაშორისო ჰუმანიტარული და კონფლიქტების მომავალი პოლიტიკური რეგულირების საკითხები განვიხილეთ.
პოზიციები ცხადია, ისინი პუნქტების მიხედვითაა გაწერილი. რიგ საკითხებში შეთანხმება მიღწეულ იქნა. მთავარი საკითხი, რომელიც დღეს გადავწყვიტეთ - ადამიანების გადარჩენის საკითხია, სამოქალაქო პირების, რომლებიც შეტაკებების ზონაში აღმოჩნდნენ. ამიტომ თავდაცვის სამინისტროების მხარეები, ჰუმანიტარული დერეფნების შექმნის მხარდაჭერის რეჟიმზე შეთანხმდნენ, სამოქალაქო საზოგადოების გამოყვანისთვის; ასევე მივედით შეთანხმებამდე მოქალაქეების გამოყვანის დროს საბრძოლო მოქმედებების შესაძლო შეწყვეტის შესახებ ჰუმანიტარული დერეფნის სექტორში. ვფიქრობ, ეს არსებითი პროგრესია.
რუსეთი ფედერაცია მოქალაქეებს, ვინც ამ მდგომარეობაში აღმოჩნდა, მოვუწოდებთ იმ შემთხვევაში თუ სამხედრო მოქმედებები გრძელდება, გამოიყენონ არსებული ჰუმანიტარული დერეფნები ან გააკეთონ ყველაფერი, რომ სამხედრო მოქმედებები დასრულდეს“, - განაცხადა მედინსკიმ.




























