მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მთავარი შესასვლელი ჭიშკარი ჩაგვიკეტეს სტუდენტებს - სირცხვილია!" - BSU

BSU

"მთავარი შესასვლელი ჭიშკარი ჩაგვიკეტეს სტუდენტებს - სირცხვილია!" - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაფიცული სტუდენტები ავრცელებენ.

"ის რაც პარლამენტში ხდება არის სამშობლოს ღალატი, ჩვენი ვალია სამშობლოს ღირსება დავიცვათ!პ.ს ბსუს მთავარი შესასვლელი ჭიშკარი ჩაგვიკეტეს სტუდენტებს - სირცხვილია!

ბათუმი დგას აქ, მოდი შენც! ",- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, სტუდენტები დღეს, 19:00 საათზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბეებთან საპროტესტო აქციას აანონსებენ.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები