მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა 2020 წლის პრივატიზაციის გეგმას 40 მილიონით ამცირებს

5ee07f81c3757
შოთა ტყეშელაშვილი
10.06.20 10:46
1420
საქართველოს მთავრობა პრივატიზაციის გეგმას 40 მილიონი ლარით ამცირებს - ამის შესახებ 2020 წლის განახლებული ბიუჯეტის პროექტიდან ირკვევა. 

დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო ქონების რეალიზებიდან (არაფინანსური აქტივების კლებიდან) 2020 წელს მისაღები თანხა 90 მილიონი ლარი იქნება, რაც 2020 წლის ბიუჯეტის პირვანდელ პროექტთან შედარებით 40 მილიონი ლარით ნაკლებია. 

პრივატიზებასთან ერთად, 1.48 მილიარდი ლარით მცირდება ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებიც და ის 8.98 მილიარდ ლარზე განისაზღვრება. 

 ცალკეული გადასახადების შემოსავლების კლება ასეთია:

● დღგ - 3.75 მილიარდი ლარი, კლება 643.9 მლნ ლარი;
● საშემოსავლო გადასახადი - 2.99 მილიარდი ლარი, კლება 425 მილიონი ლარი (აქედან 230 მლნ ლარის კლება 750 და 1500 ლარამდე ხელფასებზე საგადასახადო შეღავათს უკავშირდება);
● მოგების გადასახადი - 840 მილიონი ლარი, კლება 130 მილიონი ლარი;
● აქციზი - 1.32 მილიარდი ლარი, კლება 75 მლნ ლარი.

პრივატიზება გასული წლების განმავლობაში ძირითადად 90-100 მილიონი ლარის ფარგლებში იყო. 2019 წლის ბოლოს ეკონომიკის სამინისტრომ პრივატიზების ახალი ტალღა დაანონსა და პროექტი "100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" დაიწყო. ამის გამო, პრივატიზების მოსალოდნელი შემოსავალი 140 მილიონ ლარამდე გაიზარდა. 

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს facebook-გვერდის მონაცემებით, 2020 წლის პირველ კვარტალში 43.6 მილიონი ლარის ქონება გაყიდა, რაც პირველი კვარტლის გეგმის 134% იყო, თუმცა 2020 წლის პირველი სამი თვის გეგმად სახელმწიფო ბიუჯეტში მითითებული იყო არა 32.5 მლნ ლარი, არამედ თითქმის 10 მლნ-ით ნაკლები - 23 მლნ და შესაბამისად, კვარტლური გეგმა 192%-ით შესრულდა. 






გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები