მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, სავარაუდოდ, 8%-მდე გაზრდის - კაკაურიძე

საქართველო

მთავრობა ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გადახედვას და კიდევ ერთხელ გაზრდას გეგმავს. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მან მომდევნო წლის ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებზეც ისაუბრა და თქვა, რომ გათვლა, ისევე როგორც წელს, 5%-იან ზრდაზე გაკეთდება.

აღსანიშნავია, რომ მთავრობამ მიმდინარე წლის 5%-იანი ზრდის პროგნოზი 6%-მდე უკვე გაზარდა და გიორგი კაკაურიძე ამბობს, რომ პროგნოზი კიდევ გადაიხედება, სავარაუდოდ, 8%-მდე.

„[2025 წლის ბიუჯეტში] დეფიციტი შენარჩუნებული იქნება 2.5%-ის დონეზე, ინფლაცია მიზნობრივი ინფლაციის ფარგლებში იქნება შენარჩუნებული. ესაა ძირითადი პარამეტრები. კონკრეტული სამინისტროების დაფინანსებაზე წინასწარ არ შემიძლია გესაუბროთ, ახლა მიდის ეს პროცესი.

როგორც ყოველთვის, ვგეგმავთ კონსერვატიულად, 5%-იან საშუალო ეკონომიკურ ზრდაზე იქნება გაკეთებული გათვლა. შემდეგ, როგორც წინა წლებში, ასევე წელს ვნახეთ, რომ უფრო მაღალი გვქონდა ეკონომიკური ზრდა. წელს, 7 თვეში გვაქვს 9.7%. წელს ერთხელ უკვე გადავხედეთ, 5%-დან 6%-მდე გავზარდეთ და ვფიქრობთ კიდევ მოხდება გადახედვა და გაიზრდება, სავარაუდოდ 8%-მდე“,- თქვა გიორგი კაკაურიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები