მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა არასტანდარტულ მანდარინს დამატებით 2.6 მილიონი ლარით დაასუბსიდირებს

მანდარინი

მანდარინის არასტანდარტული მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას 2 600 000 ლარი გამოეყოფა, - ამის შესახებ აღნიშნულია "ოცნების" მთავრობის განკარგულებაში.

შესაბამისად, არასტანდარტული ციტრუსის ნაწილში უკვე დახარჯულ 4 მილიონ ლართან ერთად, ჯამური სუბსიდია 6.6 მილიონ ლარამდე იზრდება.

როგორც აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა სულხან თამაზაშვილმა 19 დეკემბერს განაცხადა, უკვე გადამუშავდა 12 ათას ტონამდე არასტანდარტული მანდარინი, რისთვისაც 4 მილიონ ლარამდე სუბსიდია გაიცა.

განკარგულების თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი ციტრუსის გადამმუშავებელი კომპანიებისათვის, რომლებიც ციტრუსის სეზონზე ფიზიკური პირებისაგან შეისყიდიან 1 კილოგრამ არასტანდარტულ მანდარინს არანაკლებ 40 თეთრად, სუბსიდირებისათვის გათვალისწინებულია 35 თეთრი.

განკარგულების მიხედვით, ამ მიზნით, ფინანსთა სამინისტრო, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას 2 600 000 ლარს გამოუყოფს.

ცნობისთვის, არასტანდარტულ მანდარინში ითვლება ყველა ის მანდარინი, რომელიც არ არის განსაზღვრული ბაზარზე სრულად რეალიზაციისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები